სახლში მომზადებული ხაჭოს კექსი:მარტივი და სწრაფი დესერტი

2509

გემრიელი და ძალიან რბილი დესერტი.

სიმარტივის მუხედავად ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • შაქარი 200გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ხაჭო 220გ
  • კარაქი 100გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი მწიკვი
  • ვანილი დანის წვერზე

ინგრედიენტები

  1. ჯამში მოამზადეთ დარბილებული კარაქი.
  2. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
  3. მასას დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ მიქსერით.
  4. ჩატეხეთ კვერცხი და მოურიეთ.
  5. ფქვილს დაუმატეთ ვანილი და გამაფხვიერებელი.
  6. ფქვილის მასა გაცერით და ნელ-ნელა დაუმატეთ მთავარ მასას.
  7. მოაყარეთ მარილი და მოზილეთ ცომი.
  8. ცომი მოათავსეთ ფორმაში (გაითვალისწინეთ, რომ ცომი ცხობისას ამოფუვდება).
  9. გამოაცხვეთ 180 გრადუსზწ 20-25 წუთი.
  10. მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.
  11. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!