სახლში მომზადებული შოკოლადის კარაქი

3364

დილით ყავა ახალ კრუასანთან ერთად – ნოყიერი ფრანგული საუზმე. ხანდახან შეიძლება თავი გავანებივროთ და მივირთვათ. მაგრამ ჩვენთან უფრო მიღებულია დილის კარაქიანი სენდვიჩით დაწყება.

ნოყიერი საუზმე ჯანმრთელი დღის საწინდარია. და არც დესერტი არ გვაწყენდა. ასეთი შემთვევისათვის საუკეთესოა ბავშვობიდან საყვარელი შოკოლადის კარაქი. რათქმაუნდა მისი ყიდვა გაცილებით მარტივი საქმეა, მაგრამ სახლში მომზადებული უფრო გემრიელი და ჯანსაღია.

ინგრედიენტები

  • კარაქი 200გ
  • შავი შოკოლადი 50გ
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 50გ

მომზადება

1.კარაქი დავტოვოთ მაგიდაზე 1-2 საათით. დავუმატოთ კაკაო, შაქრის ფხვნილი და ერთგვაროვან მასამდე დავიყვანოთ.

2.დიდი რაოდენობით კაკაოს სემცველი შოკოლად უნდა გავალღოთ წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურში.

3.გაგრილებულ შოკოლადი სწრაფად დაუმატეთ კარაქს. ის აუცილებლად თანაბრად უნდა გადაანაწილოთ.

4.მზა შოკოლადის კარაქი მოათავსეთ თავსაფრიან კონტეინერში და შინახეთ მაცივარში მთელი ღამით.

კარაქი შეგიძლიათ მოამზადოთ საკუტარი ხელით ნაღებისგან ან არაჟნისგან, მაგრამ ნაყიდიც არ არის ცუდი. თუ თქვენ გამოიყენებთ კარგი ხარისიხის პროდუქტს აუცილებლად გამოგივათ საუკეთესო შოკოლადი კარაქი.