სახლში მოზმადებული ადიგენური ყველი

981

იმისათვის, რომ მაგიდაზე რბილი და გემრიელი ყველი იყოს, არ არის აუცილებელი მისი ყიდვა.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: სამზარეულოს თერმომეტრი და 3 ინგრედიენტი.

ინგრედიენტები 

  •  რძე 4ლ
  • რძის შრატი 1,2ლ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. რძის შრატი უნდა იყოს საკმაოდ მჟავე, დაყენებული 2-3 დღის, ხოლო რძე სახლის, ცხიმიანი და ახალი. არაიოდიზირებული მარილი გამოიყენეთ.
  2. სხვადასხვა ჯამებში ჩაასხით შრატი და რძე. რძე გააცელეთ 85 გრადუსზე, ხოლო შრატი 72 გრადუსზე.
  3. 1ლ შრატი ჩაასხით რძეში, ფრთხილად ურიეთ. როცა მასა შესქელდება დაუმატეტ დანარჩენი შრატი.
  4. ქვაბი გატმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეტ 20-25 წუთი.
  5. თუშფალანგში ჩააფინეთ მარლა და გამოწურეთ მასა, მოაყარეთ მარილი (0,5 ჩაის კოვზი). დაელოდეთ 20 წუთი.
  6. გადმოაბრუნეთ ყველი და მოაყარეთ დარჩენილი მარილი. დაელოდეთ მის გაგრილებას.
  7. მოათავსეთ მაცივარში 6-8 საათი.

გემრიელად მიირთვით!