სახლში დამზადებული ცაცხვის ლიმონათი დაგეხმარებათ ზაფხულის ცხელი დღეების მარტივად გადატანაში

1481

თითქმის ყველა ჩვენგანს გაუსინჯავს გემრიელი და სასარგებლო ცაცხვის ჩაი ერთხელ მაინც, მაგრამ ძალიან ცოტამ იცის მისი ყვავილების სასარგებლო თვისებების შესახებ.

გამოცდილი დიასახლისები დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ მისგან სამკურნალო ინფუზიებსა და არომატულ ლიმონათებს, და დღეს სწორედ ამაზე გვინდა გესაუბროთ.

ცაცხვის ყვავილის სასარგებლო თვისებები

ცაცხვის ყვავილი შეიცავს ბევრ ფასეულ კომპონენტს, ესენია : ეთერზეთები, ტანინები და ფლავონოიდები, ვიტამინი C, ანტიოქსიდნტები და ამინომჟავები.

1. ტანინები ხელს უწყობს ორგანიზმს, რომ ანთებით პროცესებს სწრაფად გაუმკლავდეს.

2. გლიკოზიდებს ცაცხვის ყვავილში აქვს დიაფორეზული ეფექტი, რაც ძალიან სასარგებლოა გაციების დროს.

3. ცაცხვის ყვავილი ხელს უწყობს სხეულიდან ჭარბი სითხის გამოდევნას, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმს თირკმლის დაავადებებისგან თავის დაღწევაში, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში იგი ხელს უწყობს წონის დაკარგვას.

4. ცაცხვის ყვავილი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, იგი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ამცირებს ქოლესტერინს.

5. ცაცხვის ტკბილი სურნელი ამშვიდებს, ხელს უწყობს სტრესის შემსუბუქებას, ამცირებს მადიანობას.

6. ცაცხვი ერთ-ერთია იმ მცენარეებს შორის, რომლებიც ფიტოჰორმონებს შეიცავს (დაახლოებით იგივე ჰორმონებს, რომლებიც მდედრობით სქესს გააჩნია). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი წინაპრები ცაცხვის ხეს სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთს აიგივებდნენ.

ედნოკრინოლოგები 45 წელს გადაცილებულ ქალებს ურჩევენ, რომ ჩაიტარონ ცაცხვის ყვავილის საინფუზიო კურსი, 6 თვეში ერთხელ მაინც, რაც ბუნებრივი დაბერების პროცესს შეანელებს, გააახალგაზრდავებს ორგანიზს და მენოპაუზის უსიამოვნო სიმპტომებისგან გაათავისუფლებს მათ.

ცაცხვის სურნელოვანი ლიმონათი

ცაცხვის ლიმონათი დაგეხმარებათ ზაფხულის ცხელი დღეების მარტივად გადატანაში. იგი აღგიდგენთ დაკარგულ ვიტამინებს, მოგიკლავთ წყურვილის გრძნობას და გიხსნით თავის ტკივილისგან.

ცაცხვის ლიმონათი პოლონეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, იქ მისი შეძენა თითქმის ნებისმიერ მარკეტშია შესაძლებელი.

ინგრედიენტები

  • 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი
  • 1 ც ლიმონი
  • 2-3 ს.კ. თაფლი
  • 3 ლ წყალი
  • პიტნის ფოთოლი (სურვილისამებრ)

მომზადების წესი

1. გამოაშრეთ ცაცხვის ყვავილი მშრალ ადგილას, არ არის რეკომენდებული მისი გამოშრობა მზის ქვეშ, რადგან ამ შემთხვევაში ყველა ღირებული ეთერზეთი სწრაფად აორთქლდება.

2. სამლიტრინ ქილაში ჩაყრეთ 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი და დაასხით თაფლი. ცაცხვის ლიმონათში სურვილისამებრ შეგიძლიათ ჩაამატოთ პიტნა, რეჰანი და სხვა ბალახეული.

3. დაჭერით კანგაუთლელი ლიმონი რგოლებად.

4. ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ცივი წყალი.

5. კარგად მოურიეთ. ქილას ზემოდან ნატურალური ქსოვილი დააფრეთ 6-8 საათის განმავლობაში მზიან ადგილას გააჩერეთ. უფრო ინტენსიური გემოვნებისთვის შეგიძლიათ დაელოდოთ 24 საათი.

6. ამოიღეთ ქილიდან ლიმონი და ჩააწურეთ. შემდეგ გაფილტრეთ საცერის მეშვეობით.

გემრიელად მიირთვით!

გამაგრილებელ სასმელს უკუჩვენება პრაქტიკულად არ გააჩნია, მაგრამ დიურეზული და დიაფორეზული თვისებების გამო უკეთესია, ორსულებმა და გულის დაავადებების მატარებელმა ადამიანებმა თავი შეიკავონ მისი მიღებისგან.