სახლში გამომცხვარი უგემრიელესი პური

3180

ძალიან გემრიელი და მადისაღმძვრელი პური.

მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 3,5 ჭიქა
  • წყალი 1 ჭიქა
  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • მშრალი საფუარი 5გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი

გამოდის 2 ცალი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი. ფქვილის მასის ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება.
  2. ჩაღრმავებულ ადგილას ჩაყარეთ შაქარი, მარილი და საფუარი. კარგად მოურიეთ.
  3. ფქვილის მასას დაუმატეთ წყალი და მცენრეული ზეთი. მოზილეთ ცომი.
  4. ხელით მოზილეთ ცომი 15-20 წუთის განმავლობაში.
  5. თუ საჭიროა დაუმატეთ ფქვილი.
  6. ცომი მოათავსეთ ჯამში, გადააფარეთ, დატოვეთ სითბოში 1 საათი.
  7. ცომი გაყავით ორ ნაწილად. მიეცით პურის ფორმა.
  8. ცომი გააბრტყელეთ და რულეტისებურად დაახვიეთ.
  9. კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
  10. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მასზე მოათავსეთ პური.
  11. დანით დასერეთ ზემო ნაწილი. გადააფარეთ ნაჭერი და დაელოდეთ 45 წუთი.
  12. ზემოდან წაუსვით ადუღებული წყალი.
  13. გამოაცხვეთ 20 გრადუსზე 30 წუთი.
  14. ხუმელი ჩამოიყვანეთ 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 10-15 წუთი.
  15. გამომცხვარ პურს წაუსვით წყალი.

გემრიელად მიირთვით!