სახელგანთქმული და არომატული ნეაპოლიტანური ღვეზელი ქალაქ ნეაპოლიდან

953

ეს ღვეზელი სახელგანთქმულია იტალიაში. მისი რეცეპტი სამხრეთ იტალიის ქალაქ ნეაპოლიდან მოდის. ეს ღვეზელი დასაგემოვნებლად ნამდვილად ღირს. ფაფუკი და ციტრუსის არომატით გაჯერებული ბისკვიტი საუცხოო გემოს ჰქმნის.

ინგრედიენტები:

გულსართი 

  • 1/2 ჭიქა ხორბალი
  • 200 მლ რძე
  • 60 გ კარაქი
  • 1 ჭიქა დაჭრილი დაშაქრული კედრის თესლი ან ლიმონის კანი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 750 გ გაწურული ყველი რიკოტა (ან ნადუღი)
  • 7 მოზრდილი კვერცხი
  • 3 მოზრდილი კვერცხის გული
  • 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 500 გ შაქრის ფხვნილი
  • 2 სუფრის კოვზი ფორთოხლის ყვავილების ექსტრაქტი

ფირფიტა

  • 500 გ ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი
  • 200 გ დაჭრილი კარაქი
  • 2 მოზრდილი კვერცხი
  • 2 მოზრდილი კვერხის გული

მომზადების წესი:

  1. გულსართი. ხორბლის მარცვალი 12 საათის განმავლობაში ცივ წყალში დაალბეთ.
  2. ფირფიტა. კომბაინში ჩაყარეთ, ფქვილი, შაქარი და კარაქი. ისე შეურიეთ, რომ ფხვიერი მასა მიიღოთ. დაუმატეთ კვერცხი და კვერცხის გულები. ცომი ნაზი უნდა გადმოვიდეს.
  3. ცომი ცელოფანში შეფუთეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.
  4. ხორბლის მარცვალი გადაწურეთ და ოდნავ მარილიან წყალში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, მოთუთქეთ, რომ დარბილდეს. კარგად გადაწურეთ.
  5. ქვაბში ადუღეთ ფქვილი, რძე და კარაქი დაბალ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში. ცეცხლიდან გადადგით.
  6. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 4).
  7. ლიმონის დაშაქრული კანი ფქვილთან ერთად აზილეთ და მოთუთქული ხორბალი დაუმატეთ.
  8. რიკოტა ბლენდერში ათქვიფეთ, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს. კვერცხი სათითაოდ შეურიეთ და კიდევ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ დარიჩინი, შაქრის ფხვნილი და ფორთოხლის წყალი. კარგად აზილეთ.
  9. ხორბლის ნაზავი მოზრდილ ჯამში გადაიტანეთ. დაუმატეთ რიკოტას მასა და კარგად შეურიეთ.
  10. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე ცომის 1/4 ნაწილი 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ.
  11. ღრმა 28 სმ-იან ფორმას, მოსახსნელი ძირით, ცხიმი წაუსვით. ცომი ჩააფინეთ და ფორმის გვერდებზე შემოასწორეთ.
  12. გულსართი კოვზით ჩადეთ ფორმაში.
  13. დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ და 1.5 სმ სიგანის ზოლებად დაჭერით. ცომის ზოლები ღვეზელზე უჯრედისებურად დაალაგეთ.
  14. 45-55 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ, ციდრე ცომი შეყავისფრდება.
  15. ფორმაში გააგრილეთ. სუფრასთან ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებული მიიტანეთ.