საშობაო ხორცის რულეტი გამოცხობის გარეშე: როგორც ყოველთვის, სწრაფად მოსამზადებელი და მარტივი ინგრედიენტებისგან

1738

თუ გსურთ, გაუმასპინძლდეთ სტუმრებს გემრიელი და უცხო კერძით, მიაქციეთ ყურადღება ამ ხორცის რულეტს: მისი მომზადება იოლია, და როგორ მადისაღმძვრელად გამოიყურება! რულეტი, რომლის რეცეპტსაც დღეს გთავაზობთ, გამოცხობის გარეშე მზადდება, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

„გასტრონომია“ მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ საშობაო ქათმის რულეტი ძალიან სწრაფად და ხელმისაწვდომად.

ინგრედიენტები

  • 300 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 100 გრ რბილი ნაღების ყველი
  • 4 ს.კ. მოხარშული ბარდა
  • 6 მსხვილი ქამა სოკო
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1-2 ს.კ. ნიგოზი
  • 0,5 ჭიქა ბრინჯი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კონა კამა
  • მარილი, სუნელები გემოვნებით

მომზდება

1. მოხარშული ქათმის ფილე დააბლენდერეთ, დაამატეთ სუნელები, ყველი და ბარდა და მოურიეთ.

2. მოხარშეთ ბრინჯი, და გააცივეთ.

3. დაჭერით წვრილად ხახვი და ნიორი, მოთუშეთ ზეითუნის ზეთში, დაამატეთ დაჭრილი სოკო და ერთად მოთუშეთ.

4. სოკოს დაუმატეთ სპეციები და ბრინჯი. მიღებული მასა გააცივეთ, შემდეგ დააბლენდერეთ.

5. ფოლგაზე ან საკვების ცელოფანზე თანაბრად გადაანაწილეთ ქათმის ფილესა და ბარდის მასა (1-1,5 სმ) შემდეგ მეორე ფენად სოკო, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და მწვანილი.

6. დაახვიეთ რულეტად და შედგით მაცივარში 1 საათით. მზა კერძი მორთეთ მწვანილით და ბროწეულის მარცვლებით. საშობაო რულეტი მზადაა!

ასე მარტივად მოსამზადებელი რულეტი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის, საოცრად ინარჩუნებს ფორმას და რაც მთავარია, გამოცხობა არ ჭირდება.