საყინულეში ფენოვანი ცომის შეფუთვა ყოველთვის მაქვს, რადგან ამ ცხელი გემრიელობიდან მოწყვეტა შეუძლებელია

943

დღეს სპეციალურად ფენოვანი ცომის ნაწარმის მოყვარულებისთვის გემრიელი ცხელი წასახემსებლის რეცეპტი მოვამზადეთ. ჰოლანდიური რულეტის მომზადება მხოლოდ 15 წუთს წაგართმევთ, მაგრამ ნაწარმი გასაოცარი გამოვა. ცხელი ბუტერბროდის შესანიშნავი ალტერნატივა!

ფენოვანი ცომის რულეტი ყველით

ინგრედიენტები:

  • 500 გრ (1 შეფუთვა) ფენოვანი, უსაფუარო ცომი
  • 200 გრ ხმელი ყველი (ჰოლანდიური)
  • 300 გრ ლორი
  • 2-3 პომიდორი
  • 2-3 დამარინადებული კიტრი
  • მდოგვი
  • მწვანილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • ხმელი ბალახების ნარევი (პროვანსული ან ფრანგული)
  • კვერცხი რულეტზე წასასმელად

მომზადება:

1. ცომი შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით გაალღვეთ, გააბრტყელეთ, რომ საშუალო სისქის ოთხკუთხედი მიიღოთ. ცომის ზედაპირს მდოგვი წაუსვით.

2. ყველი გახეხეთ, პომიდორი კუბებად დაჭერით, კიტრი რგოლებად ან ზოლებად დაჭერით, მწვანილი დააქუცმაცეთ.

3. ცომის ფენაზე ჯერ ნახევარი ყველი, შემდეგ პომიდორი, ლორი, კიტრი და მწვანილი, შემდეგ ყველის მეორე ნახევარი მოათავსეთ. გემოვნებით წიწაკა მოაყარეთ. მარილის დამატება საჭირო არაა, რადგან ლორი და კიტრი ისედაც საკმარისად მარილიანია.

4. რულეტი ფრთხილად დაახვიეთ, კიდეები შეკარით. ზედაპირს კვერცხის გული წაუსვით და არომატული ბალახები უხვად მოაყარეთ.

5. რულეტი 200 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.

კულინარია ფანტაზიას მხოლოდ მიესალმება: ლორი შეგიძლიათ მოხარშული ხორცით ან ნებისმიერი სხვა ხორციანი პროდუქტით (ნებისმიერი სახის ძეხვი, სოსისი) ჩაანაცვლოთ. პომიდორი შესანიშნავად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ან შეავსოთ ბულგარული წიწაკით. აი, მდოგვს და დამარინადებულ კიტრს არ შევცვლიდი, რადგან ისინი რულეტს წარმოუდგენელ პიკანტურობას მატებენ!

არომატული რულეტის რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ!