საფუარის ცომის კრუასანები: ნუთელათი ან მოხარშული კრემით ვავსებ და თბილ რძესთან მივირთმევ

3327

მე ხშირად ვყიდულობ კრუასანებს, თქვენ? და რამდენიმე წელია, ოცნებად მექცა, თავად მესწავლა მათი ცხობა. სულ რაღაც მიშლიდა ხელს: ან დროის უქონლობა, სიზარმაცე ან ცომის კარგი რეცეპტის არქონა. ახლა კი ბოლოს და ბოლოს ვისწავლე იდეალური კრუასანების ცხობა.

შიგთავსად საყვარელი ნუთელა შევარჩიე, თუმცა, ეს აუცილებელი არ არის. მისი ჩანაცვლება ჯემით ან მოხარშული კრემით შეიძლება. ცომი მუდამ ფაფუკია და იდეალურად იბრაწება. ისე მივირთმევ, თითქოს ამაზე უკეთესი არაფერი გამესინჯოს ცხოვრებაში. როგორ გამოვაცხოთ იდეალური კრუასანები სახლის პირობებში?

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 20 გრ საფუარი
  • 125 მლ რძე
  • 125 მლ იოგურტი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 კვერცხი
  • 70 გრ კარაქი
  • კვერცხის გული
  • 350 გრ ნუთელა

მომზადება

  1. დაასხით საფუარს გაცხელებული რძე (გადადეთ 1 ს.კ. რძე ცალკე). დაამატეთ შაქარი, დატოვეთ 3-4 წუთით.
  2. შეურიეთ ფქვილი, კვერცხი, მარილი, იოგურტი და რძისა და საფუარის მასა, მოზილეთ ცომი. დადგით ცომი თბილ ადგილას 30 წუთით.
  3. დაყავით ცომი 8 ნაწილად, შექმენით ბურთულები, შემდეგ გააბრტყელეთ სათითაოდ. წაუსვით 7 გაბრტყელებულ ცომს მდნარი კარაქი. დააწყვეთ ერთმანეთზე ისე, რომ მე-8, რომელსაც კარაქი არ წაუსვით, ზემოდან იყოს. გააბრტყელეთ თხლად, დაყავით 12-16 ნაწილად დაჭერით სამკუთხედებად.
  4. მოათავსეთ შიგთავსი და შექმენით კრუასანის ფორმები. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დაალაგეთ კრუასანები, დატოვეთ 1 საათით.
  5. ათქვიფეთ კვერცხის გული და 1 ს.კ. რძე, წაუსვით კრუასანებს, შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

შეგიძლიათ გამოიყენოთ საფუარის ფხვნილი, თავიდან ცომი 30 წუთით გააჩეროთ, საცხობ ფორმაზე 1 საათით გაჩერება აუცილებელი არ არის. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დრო გაქვთ და გსურთ, კრუასანები ძალიან ფაფუკი გამოვიდეს. მოამზადეთ და გაუზიარეთ მეგობრებს ეს სრულყოფილი რეცეპტი.