საუცხოო ორცხობილა ციტრუსის მოყვარულთათვის.

665

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 1 კვერცხი
  • 200გ კარაქი
  • 200გ ნუში
  • 3 ლიმონი
  • 200გ ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი.

მომზადება

  1. ნუში მოხალეთ და დააბლენდერეთ. ერთი ლიმონი გათალეთ და გამოწურეთ.
  2. ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და 1 სუფრის კოვზ ლიმონის წვენთან ერთად. დაუმატეთ გამღვალი კარაქი, გაცრილი ფქვილი, ნუში, ლიმონის გახეხილი ქერქი და მოზილეთ ცომი.
  3. ცომს მიეცით ძეხვის ფორმა, შეფუთეთ და მოათავსეთ 15-20 წუთი საყინულეში.
  4. გაყინული ცომი დაჭერით მრგვლად, მოათავსეთ ქარალდით ამოფენილ ფირფიტაზე და წაუსვით კვერცხის გული.
  5. ლიმონი გარეცხეთ და დაჭერით თხლად.
  6. ორცხობილებზე ზემოდან მოათავსეთ ლიმონი, მოაყარეთ ყავისფერი შაქარი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
  7. ორცხობილა 12-15 წუთში მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!