საუცხოო ნამცხვარი, რომელიც უსწრაფესად მზადდება: იდეალურია, როცა ტკბილეული გინდა, მაგრამ დიდი დრო არ გაქვს

1743

ქოქოსის ფანტელს არამხოლოდ ტკბილეულში, არამედ ხორცისთვის საფანელის სახით იყენებენ. ამ დანამატის გარეშე არ იარსებებდა ბევრისთვის საყვარელი “ბაუნტი” და “რაფაელო”.

თუ სწრაფად გსურთ მოამზადოთ რაიმე გემრიელი დესერტი, “გასტრონომიას” შესანიშნავი რეცეპტი აქვს: ნამცხვარი ქოქოსის ფანტელით, რომელიც არომატული, ნაზი და ჰაეროვანი გამოდის. დიდი სიამოვნება გელით თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს!

ინგრედიენტები

  • 190 გრ ფქვილი
  • 70 ფრ ქოქოსის ფანტელი
  • 400 გრ არაჟანი
  • 3 ც კვერცხი
  • 125 მლ იოგურტი
  • 230 გრ შაქარი
  • 90 მლ ზეთი
  • 3 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 5 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. ვანილინი

მომზადება

  1.  ათქვიფეთ მიქსერით კვერცხები, შაქარი და ზეთი, დაუმატეთ იოგურტი, ვანილინი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კიდევ 1 წთ განმავლობაში ათქვიფეთ.
  2. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით ცომი, გააბრტყელეთ, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
  3. ათქვიფეთ არაჟანი და შაქრის პუდრი, წაუსვით გაცივებულ ბისკვიტს, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.
  4. შედგით ნამცხვარი მაცივარში 1 საათით, სურვილისამებრ მორთეთ პიტნის ფოთლებით.

ნაზი და ჰაეროვანი კრემი შეგიძლიათ ნაღებისგანაც მოამზადოთ. მიირთვით საუცხოო დესერტი ჩაისთან, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!