საუცხოო ბლინები დუკანის დიეტის მიხედვით: თხელი და მკვრივი – შეახვიე ნებისმიერი შიგთავსი

2754

პიერ დუკანმა გაითვალისწინა ორგანიზმის ყველა მოთხოვნილება და ჩვენთვის ჩვეული კულინარიული ტრადიციების ადაპტაცია მოახდინა კვების საკუთარ პრინციპებთან.

დუკანის კვების სისტემა სთავაზობს ჩვეული ნახშირწყლების ნაცვლად (შაქარი, ფქვილი) მათი სასარგებლო ანალოგების გამოყენებას. ის ვინც ზედმეტ წონას ებრძვის, აღფრთოვანებული დარჩება დუკანის დიეტის მიხედვით მომზადებული უფქვილო, რძეზე მომზადებული ბლინებით.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 2 კვერცხი
  • 120 მლ რძე
  • შაქრის შემცვლელი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ სახამებელი, შაქარი და მარილი. დაამატეთ კვერცხი და რძე. ათქვიფეთ ჩანგლით, შემდეგ დააბლენდერეთ მასა.

2. დაასხით 2-3 წვეთი ზეთი ტაფაზე, გაახურეთ და გამოაცხვეთ ძალიან თხელი ბლინები ორივე მხრიდან. ყოველი დასხმის წინ ცომს მოურიეთ, რადგან სახამებელი ილექება.

3. მოათავსეთ მზა ბლინები თეფშზე და მიირთვით უცხიმო იოგურტთან ან საყვარელ შიგთავსთან.

შიგთავსის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ თევზი, ხიზილალა, მწვანილი, უცხიმო ხაჭო. დუკანის ბლინებისგან შესანიშნავ ტორტს მოამზადებთ. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!