საუკეთესო ფუნთუშები შაქრით: გემო, რომელიც არ დაგავიწყდებათ

2301

ინგრედიენტები

  • ფქვილი 0,5კგ
  • კვერცხი 1 ცალი ცომში, 1 ცალი წასასმელად
  • საფუარი 7გ
  • შაქარი 40გ
  • მარილი 5გ
  • თბილი წყალი 300მლ
  • მცენარეული ზეთი 50მლ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი გემოვნებით

შიგთავსისთვის

  • ზეითუნის ზეთი
  • შაქარი
  1. გაცრილ ფქვილს, დაუმატეთ შაქარი, ვანილი, საფუარი და მარილი. მოურიეთ.
  2. დაუმატეთ წყალი და კვერცხი.
  3. მოზილეთ ცომი და დაუმატეთ მცენარეული ზეთი.
  4. ცომი გამოვა ძალიან ნაზი და ელასტიური.
  5. მოათავსეთ ჯამში და შეინახეთ მაცივარში 1,5 საათი.
  6. მაგიდას მოაყარეთ ფქვილი, მოათავსეთ ცომი, მიეცით ძეხვის ფორმა და გაყავით 18 ნაწილად.
  7. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, წაუსვით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ შაქარი და მიეცით ფუნთუშის ფორმა.
  8. ცომი დაახვიეთ რულეტისებურად, დააფიქსირეთ კუთხეები, ჩაჭერით (ბოლომდე არა) და გაშალეთ ფუნთუშა.
  9. ფორმა ამოფინეთ ქაღალდით, მოათავსეთ ფუნთუშები და დაელოდეთ 15-20 წუთი.
  10. წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!