საუკეთესო დესერტი საბავშვო დღესასწაულებისთვის. თქვენი შვილი უბედნიერესი იქნება!

859

გარედან ეს დესერტი თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ გაჭრისას სუურპრიზი დაგხვდებათ. ფერადი კუბიკები მართლაც საოცრად გამოიყურება. ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ტორტი ძალაინ რთული მოსამზადებელია. ამ დესერტს მე ყოველ წელს ვამზადებ შვილის დაბადების დღეზე, ამიტომაც გამოცდილი ადამიანის სიტყვას ენდეთ, რომ უმარტივესად გაუმკლავდებით ამ ამოცანას.

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი კრემი
  • ბისკვიტის ცომი
  • 6 ფერი საკვების საღებავი
  • სახაზავი
  • 3 ცალი მრგვალი გამოსაცხობი ფორმა (სხვადასხვა ზომის)

მომზადება

1.ცომი გაყავით 6 ნაწილად და შესაბამისად დაუმატეთ 6 სხვადასხვა ფერის საკვების საღებავი.

2.გამოაცხვეთ 6 ბიკსვიტი. მოაჭერით მეტად შემწვარი ნაწილები.

3.ამოჭერით ბისკვიტები მრგვლად, ხოლოშიდა მხარეს ამოჭერით პატარა ზომის წრე.

4.წაუსვით ამოჭრილ ადგილებს კრემი და ამოჭრილი ნაწილები დააბრუნეთ უკან.

5.კორჟებისგან ააწყვეთ ტორტი.

6.მთლიანად დაფარეთ ტორტი კრემით.

გემრიელად მიირთვით!