სასწულად გემრიელი ალუბლის ნამცხვარი

1897
Closeup of a slice of cherry pie on a wooden platter

ფხვიერი ნამცხვარი ხილის შიგთვსით ძალიან უხდება ჩაის და ყავას.

ზაფხულში მას ქლიავით ვამზადებდით, შემოდგომაზე – ვაშლით და არაჟნის სოუსით, ხოლო ზამთრის ცივ დღეებში ჩვენ შემოგთავაზებთ ნამცხვარს ალუბლის შიგთავსით.

ალუბალი ძალიან კარგად იტანს გაყინვას, ამიტომაც არაფერი შეგიშლით მის მომზადებაში ხელს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 450გ ფქვილი
  • 250გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 100გ შაქარი
  • 150გ არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 600გ გაყინული ალუბალი
  • 1 შეკვრა ჟელე (90გ)
  • 200გ არაჟანი
  • 70გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • ნიგოზი გემოვნებით

მომზადება

1.გაცრილ ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, გახეხეთ ცივი კარაქი.

2.დაუმატეთ ცივი არაჟანი და კვერცხის მასა.

3.მოზილეთ რბილი ცომი. მოათავსეთ 15 წუთი საყინულეში.

4.გაყინულ ალუბალს მოაყარეთ შაქარი და მშრალი ჟელე, მოურიეთ.

5.ცომი გაყავით ორ ნაწილად და ოთხკუთხედად გააბრტყელეთ.

6.ცომი მოათავსეთ პერგამენტზე, მასზე შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ.

7.დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. დააფიქსირეთ გვერდები. დაჭხვლიტეთ ჩანგლით.

8.გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 35 წუთი.

9.გააგრლეთ და ზემოდან წაყსვით არაჟნის და შაქრის ფხვნილის ნარევი.

10.მოაყარეთ ნიგოზი ან შოკოლადი.

11.ორი საათი მოათავესთ მაცივარში. ამ დროის განმავლობაში არ გაჭრათ ნამცხხვრი რათა არ გადმოისხას შიგთავსი.

12.დაჭერით ნამცხვარი და დააგემოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!