სარესტორნო კერძი ისეთი ზარმაცებისთვის, როგორიც მე ვარ

945

რა კერძით უნდა გააკვირვოთ ახლობლები, როცა მაცივარში მხოლო საზაფხულო კენკრა გვაქვს? დღეს გაგიზიარებთ რეცეპტს პურით, მარწყვით და ყველით. პრეზენტაციის მეთოდი ნამდვილად გაგაკვირვებთ.

ფრანგული ტოსტი მარწყვით – ეს საუკეთესო არჩევანია გემრიელი და ფაფუკი საუზმისთვის.

ჩვენი რედაქციის ტოსტები ძალიან მოგეწონებათ. ფაფუკი არომატული და სწრაფად მზადებადი საუზმე ცხოვრებას გაგიმარტივებთ.

ინგრედიენტები

  • ტოსტის პური
  • 200გ მარწყვი
  • 2 კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • 100გ ნაღების ყველი ან ხაჭო
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 70გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ კრემი. ყველს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და კარგად გადაურიეთ.

2.ცალკე ჯამში შაქარი და დარიჩინი გადაურიეთ ერთმანეთს.

3.გარეცხეთ მარწყვი და დაჭერით.

4.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და რძე.

5.შემდეგ მოამზადეთ პური. მოაშორეთ ერქი და გააბრტყელეთ.

6.თითოეულ ნაჭერს წაუსვით სოუსი, ზემოდან მოათავსეთ მარწყვი. გადაახვიეთ რულეტისებურად.

7.გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი ან მოათავსეთ კარაქი.

8.თითოეული ტოსტი ამოავლეთ კვერცხისა და რძის მასაში, მოათავსეთ ტაფაზე.

9.ცხელი ტოსტები ამოავლეთ შაქრის მასაში.

10.გემრიელად მიირთვით!

დაიწყეთ დილა განუმეორებელი საუზმით!