საოცრდ გემრიელი კატლეტები

808

საოცარი კატლეტები კიევურად, რბილი ქათმის ხორცით, წვნიანი შიგთავსით.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე (უძვლო) ცალი
  • რბილი კარაქი 100გ
  • კვერცხი
  • რძე 50მლ
  • გაცრილი ფქვილი 100გ
  • მარილი
  • წიწაკა
  • მწვანილი
  • საფანელი 120გ
  • ზეთი

მომზადება

  1. რბილი კარაქი და დაჭრილი მწვანილი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს. ამ მასისგან დაამზადეთ 4 ცილინდრი და შეინახეთ მაცივარში.
  2. ფილები დაყავით დიდ და პატარა ნაჭრებად. გვერდები ჩაჭერით და კარგად დაბეგვეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  3. დიდ ნაჭერზე მოათავსეთ შიგთავსი და ზემოდან დაფარეთ პატარა ნაჭრით, მჭიდროდ დაახვიეთ. ნაკერით დაბლა მოათავსეთ თეფშზე და საყინულეში შეინახეთ 15 წუთი.
  4. ათქვიფეთ რძე და კვერცხი, მიღებულ მასაში ამოავლეთ კატლეტები, ამოავლეთ ფქვილში, ისევ რძეში და ბოლოს საფანელში. ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე.
  5. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და კატლეტები შეწვით 5 წუთი, რის შემდეგაც ღუმელში მოათავსეთ 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!