საოცრად ნაზი მარწყვის ნამცხვრის რეცეპტი

854

ნამცხვარი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის. ტორტის ერთი ნაჭერი ღვთაებრივი სიამოვნების ღრუბლებში გადაგიყვანთ. ასე რომ, ეს გემრიელობა აუცილებლად მოამზადეთ და ოჯახური ჩაის სმა მოაწყვეთ.

ინგრედიენტები:

  • 130-140 გრ შაქარი (ტორტის სიტკბო შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ)
  • 3 საშუალო ზომის კვერცხი
  • 200 გრ არაჟანი
  • 250 გრ ფქვილი
  • ვანილი გემოვნებით
  • 2 ჩ/კ საცხობი ფხვნილი
  • 50 გრ მცენარეული კარაქი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება:

1. თასში კვერცხს მწიკვი მარილი დაუმატეთ და ათქვიფეთ. პროცესში შაქარი და ვანილი დაუმატეთ. ათქვიფეთ, სანამ მასა თეთრი და ჰაეროვანი არ გახდება.

2. ათქვეფილ კვერცხს არაჟანი, კარაქი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მიქსერით (საშუალო სიჩქარეზე) აურიეთ.

3. ფქვილი გაცერით და საცხობ ფხვნილს აურიეთ. მცირე პორციებით მასას დაუმატეთ და ზომიერად სქელი ცომი მოზილეთ.

4. მარწყვი კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ და ნახევარი კენკრა წვრილად დაჭერით, მეორე ნახევარი – შუაზე.

5. საცხობ ფორმაში საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ. ცომის ნახევარი პორცია ჩაასხით და გაათანაბრეთ. მასში წვრილად დაჭრილი მარწყვი მოათავსეთ და დარჩენილი ცომი დაასხით. ზემოდან კი შუაზე გაჭრილი კენკრა დაუმატეთ.

6. ღუმელი 180 გრადუსამდე ჩართეთ და გახურების შემდეგ 50 წუთით აცხვეთ.

7. ნამცხვარი შაქრის პუდრით გააფორმეთ და სუფრაზე გაიტანეთ.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.