საოცრად გემრიელი სამარხვო სტაფილოს პეროგი

3305

დადგა ზამთრის სიცივეები და ასეთ დღეებში გიჩნდება სურვილი, რაიმე გემრიელი და ამავდროულად სასარგებლოთი გაიხალისო თავი.

გთავაზობთ მიეძალოთ ნამცხვარს. რა არის მასში ასეთი სასარგებლო? აი რა: ნახშირწყლების მოხმარება მჭიდროდაა დაკავშირებული თავის ტვინში სიხარულის ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავებასთან. ხილთან, ბოსტნეულთან ან თხილთან შეხმებაში კი ნამცხვარი არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც ხდება.

ამ სტატიაში შეიტყობთ, როგორ მოამზადოთ ნაზი, არომატული და გემრიელი სამარხვო სტაფილოს პეროგი. ეს საოცარი დესერტი ჩაისთან ერთად გაახალისებს თქვენს ახლობლებსა და მეგობრებს.

ცომის ინგრედიენტები

  • 150 გრ ფქვილი
  • 100 გრ სტაფილო
  • 100 გრ ქიშმიში
  • 100 გრ ნიგოზი
  • 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 150 მლ წყალი
  • 120 გრ შაქარი
  • 3 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 გრ მარილი

მოსაყრელის ინგრედიენტები

  • 50 გრ ფქვილი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 30 გრ შაქარი

მომზადება

1. თავიდან მოამზადეთ პეროგის მოსაყრელი. შეურიეთ ფქვილი, შაქარი, ზეთი და შედგით მაცივარში 15 წუთით.

2. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გათლილი სტაფილო წვრილად გახეხეთ.

3. შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, გაცერით. დაამატეთ წყალი, შაქარი, მარილი, ზეთი, სტაფილო, ქიშმიში ცომი ოდნავ თხელი უნდა გამოვიდეს.

4. ღრმა საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი. ჩაასხით ცომი, მიმოფანტეთ ნიგოზი და მოსაყრელი. გამოაცხვეთ 60 წუთის განმავლობაში.

5. დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით – თუ მშრალი დარჩა – ე.ი. ნამცხვარი მზადაა. გააცივეთ 20 წუთის განმავლობაში.

ასეთ დესერტს მართლაც რომ ვერ მოსწყდებით. ამასთან, სტაფილო ფაქტობრივად არ იგრძნობა, ამიტომ ის ბავშვებსაც და სტაფილოს მოძულეებსაც კი მოეწონებათ.