საოცარი ჯემი ჯანჯაფილით- დედა ყოველ წელს ამზადებს!

698

ამ სოუსს ხშირად ეძახიან ჯემს, შაქრისა და თაფლის დამსახურებით ის ხდება წელვადი და ტკბილი. ჯანჯაფილი თქვენს ორგანიზმს აავსებს სასარგებლო ნივთიერებებით.

რას უხდება ეს სოუსი თუ ის ტკბილ გემოს იღბს? ის ძალიან უხდება ხორცისგან მომზადებულ კერძებს. მე ხშირად ვიყენებ საუზმის მოსამზადებლად. დატოსტერებული სენდვიჩები ამ ჯემით პირდაპირ საოცრებაა.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ტკბილი წიწაკა
  • 40გ ჯანჯაფილი
  • 100გ თაფლი
  • 400გ შაქარი
  • 100მლ ღვინის ძმარი
  • 20გ ზღვის მარილი
  • 15გ ვაშლის პექტინი

მომზადება

1.პირველი ეტაპი – ჯანჯაფილის და წიწაკის მომზადება. გაასუფთავეთ ჯანჯაფილი და ძალიან წვრილად დაჭერით. წიწაკას მოაშორეთ გულსართი და დაჭერით კუბიკებად.

2.ჯანჯაფილი და წიწაკა ცაყარეთ სქელ ძირიან ქვაბში. მოაყარეთ 300გ შაქარი, მარილი, მოასხით თაფლი და ძმარი. დაელოდეთ 4 საათი.

3.საშუალო ცეცხლზე აადუღეთ ჯემი, აუცილებლად მოაშორეთ წარმოქმნილი ნადები. 30 წუთის შემდეგ ცეცხლი დაიყვანეთ მინიმალურ დონემდე.

4.დარჩენილი შაქარი დაუმატეთ პექტინს და ფრთხილად შეურიეთ მიღებული ჯემს.

5.მოასუღეთ კიდევ 4 წუთი, გააგრილეთ და ჩაასხით ქილებში. შეინახეთ მაცივარში 1 დღე/ღამე.

გემრიელად მიირთვით!