საოცარი ტორტი მსხლის და შოკოლადის მონაწილეობით

973

მარტივი ტორტი შოკოლადით და მსხლით თქვენს ზამთარს ნამდვილად გაალამაზებს. რბილი კორჟი, მსხალი თხელი ფენა ჟელეს ქვეშ და ჰაეროვენი შოკოლადის კრემი – ამ ტორტზე უარს ნამდვილად ვერცერთი სულიერი ვერ იტყვის. ამ ტორტის მოსამზადებლად გამოიყენეთ შავი საუკეთესო ხარისხის შოკოლადი, რომელიც უნდა შეიცავდეს 70% კაკაოს. კრემისთვის გამიყენეთ 33% ნაღები. მსხალი უნდა იყოს კარგად დამწიფებული.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 8 ცალი
  • მსხალი 850გ
  • შაქარი 230გ
  • ხორბლის ფქვილი 125გ
  • კარაქი 70გ
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
  • მწარე შოკოლადი 250გ
  • ნაღები 200გ
  • შაქრის ფხვნილი 60გ
  • რომი 1,25 სუფრის კოვზი
  • ჟელატინი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. მოამზადეთ კორჟი: ათქვიფეთ 4 კვერცხი, თანდათან შეიყვანეთ 210გ შაქარი. ათქვიფეთ შაქრის სრულ გალრვობამდე. დაუმატეთ ფქვილი, მდნარიკარაქი და 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ კიდევ 1 წუთი.

2.გამოსაცხობი ფორმა (24-26სმ) ამოფინეთ პერგამენტით, ჩაასხით ცომი და გამოაცხვეთ 20-25 წუთი. მზა კორჟი გააგრილეთ ფორმაშივე 5 წუთის განმავლობაში.

3.მსხლის წვენს დაუმატეთ ჟელატინი და შაქარი, გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე ჟელატინის გალღვობამდე. დაუმატეთ რომი, მოურიეთ და გააგრილეთ.

4.გაასუფთავეთ მსხალი, დაჭერით და მოათავსეთ კერამიკულ ჭურჭელში. მოაყარეთ 2 სუფრის კოვზი შაქარი და დაუმატეთ 20გ კარაქი. 5 წუთით მოათასვეთ ღუმელში ან მიკროტალღურში. შემდეგ გააგრილეთ.

5.გამომცხვარი მსხალი მოათავსეთ მზა კორჟზე, მოასხით ჟელატინის და მსხლის წვენის მასა და მოათასვეთ მაცივარში 1,5 საათი. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე, რათა ჟელატინი სრულყოფილად გალღვეს, მოასხით რომი. გააგრილეთ, გაფილტრეთ და მიღებული მასა მოასხით მსხალს. მოათავსეთ მაცივარში სრულ გაგრილებამდე.

6.ათქვიფეთ 4 კვერცხის გული შაქრის ფხვნილთან ერთად აქაფებამდე. ცილა ათქვიფეთ მყარი ქაფის მიღებამდე. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცხიმიანი ნაღები. წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი და დაუმატეთ გულის მასას, ასევე დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი რომი, ათქვეფილი ნაღები და ცილის მასა. ფრთხილად მოურიეთ ნიჩბის მეშვეობით.

7.კრემი გადაანაწილეთ გაგრილებული ჟელეს ზედაპირზე და ტორტი მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი. დესერტი გააფორმეთ გახეხილი შოკოლადით.

ეს ტორტი ყველას აოცებს მისი დიზაინით და გემოვნური თვისებებით. გემრიელად მიირთვით!