საოცარი ტორტი “ზებრა” არაჟანზე

929

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კვერცხი 5 ცალი
  • შაქარი 2 ჭიქა
  • არაჟანი 500გ
  • კარაქი ან მარგარინი 200გ
  • ფქვილი 3 ჭიქა
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • გააქტიურებული სოდა 1 ჩაის კოვზი

მინანქრისთვის

  • შაქარი 1/3 ჭიქა
  • კვერცხის ცილა 1/2 ცალი
  • გახეხილი შოკოლადი 1 სუფრის კოვზი
  • მეოთხედი ლიმონის წვენი

მომზადება

  1. კვერცხს დაუმატეთ არაჟანი და სოდა. ჩაასხით გამღვალი მაგარინი, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ ცომი.
  2. მასა გაყავით 2 ნაწილად, ერთს დაუმატეთ კაკაო და მოურიეთ.
  3. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით ზეთი. რიგრიგობით ჩაასხით ცომი ფერების მიხედვით.
  4. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
  5. მინანქრისთვის შაქარს დაუმატეთ ცილა და ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ შოკოალდი.
  6. გაგრილებულ ტორტს მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!