საოცარი ნამცხვარი ყველით, რომელსაც ყოველდღიურად ვაცხობ

11768

ნამცხვარი გამოდის ძალიან გემრიელი, რაც მთავარია – მისი მომზადება უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • ყველი 200გ
  • ფქვილი 350გ
  • კარაქი 170გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • მარილი 0,25 სუფრის კოვზი
  • შაქარი 0,5 სუფრის კოვზი
  • რძე 200მლ
  • საფუარი 1,5 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. თბილ რძეში გახსენით საფუარი და შაქარი. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, 50გ რბილი კარაქი და გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი.
  2. ცომი მოათავსეთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოფუვდება, მაშინ დაიწყეთ მასთან მუშაობა.
  3. ცომი გაყავით 7 ნაწილად.
  4. ცომი თხლად გააბრტყელეთ და მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ფორმაზე (20 x 25სმ). ფირფიტას წაუსვით გამღვალი კარაქი და მოახარეთ ყველი.
  5. გააბრტყელეთ შემდეგი ფირფიტა და მოათავსეთ პირველზე.
  6. ყველი ფირფიტებს ერთის გამოტოვებით მოაყარეთ.
  7. ბოლო ფენას არ მოაყაროთ ყველი, არამდე წაუსვით კვერცხის გული. დანით მონისნეთ მომავალი ნაჭრები (არ გაჭრათ) და მოათავსეთ თბილ ადგილას 20 წუთი.
  8. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!