საოცარი იტალიური ფუნთუშები

1582

პანინი-ეს არის ცნობილი იტალიური სენდვიჩი ნებისმიერი სახის შიგთავსით, ჩიბატას პურში. ნეაპოლში დამზადებული სენდვიჩები ძალიან განსხვავდებიან იტალიის დანარჩენი რეგიონების სენდვიჩებისგან. ნეაპოლიტური პანინი-არის ლოკოკინის ფორმის რბილი მინიატურული ფუნთუშები. რბილი ცომის ქვეშ მოთავსებულია უგემრიელესი შებოლილი ძეხვი, ბეკონი და მდნარი წელვადი ყველი-დამეთანხმებით, რომ ღვთაებრივი კომბინაციაა.

გაგიკვირდებათ მაგრამ ამ საოცარი სენდვიჩის მომზადება ძალიან მარტივია. მშრალი საფუარის დახმარებით ცომი ძალიან მალე ფუვდება, მანამდე დაჭერით შიგთავსისათვის საჭირო ინგრედიენტები.

ნეაპოლის ზოგიერთ სწრაფი კვების რესტორანში პანინის მოგართმევენ კარტოფილთან და კაპერსთან ერთად. ამიტომაც იფანტაზიორეთ და შეცვალეთ შიგთავსი თქვენი გემოვნებით. თუ მოგინდებათ ქათმის ხორცის, საქონლის ხორცის, ტკბილი წიწაკის და მწვანილის დამატება-აუცილებლად გააკეთეთ ეს!

ინგრედიენტები 

  • ხორბლის ფქვილი-200გ
  • ზეითუნის ზეთი-2 სუფრის კოვზი
  • შაქარი-1 სუფრის კოვზი
  • შებოლილი ძეხვი-100გ
  • მოცარელა-150გ
  • კვერცხი-2 ცალი
  • წყალი-130მლ
  • მარილი-გემოვნებით
  • მშრალი საფუარი-1,5 ჩაის კოვზი
  • შებოლილი ღორის ფილე-100გ
  • ორეგანო-გემოვნებით

მომზადება

1.ფქვილი გაცერით 2-ჯერ, რათა გამდიდრდეს ჟანგბადით. დაუმატეთ მშრალი საფუარი, მარილი და შაქარი. ზეითუნის ზეთი გახსენით თბილ წყალში და დაუმატეთ ცომისათვის გამზადებულ ინგრედიენტებს. მოზილეთ ცომი, დაელოდეთ 40 წუთი. მოათავსეთ თბილ ადგილას.

2.კვერცხი მოხარშეთ, გააგრილეთ და დაჭერით. ძეხვიც დაჭერით კუბიკებად, ხოლო მოცარელა გრძლად.

3.ამოსული ცომი გააბრტყელეთ ოთხკუთხედად საშუალო სისქეზე. მოათავსეთ მასზე მთელი მზა შიგთავსი და მოაყარეთ ორეგანო. ცომი დაახვიეთ რულეტის მსგავსად და დაჭერით 5-6 სანტიმეტრიან ნაჭრებად.

4.ფუნთუშები მოათავსეთ გამოსაცხობ ქაღალდზე და დაელოდეთ მათ ამოფუებას 15 წუთი. ამოფუებულ ფუნთუშებს ზემოდან წაუსვით ზეთი. ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუსზე და გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.

საოცარი გემოს მქონე ფუნთუშებიც მზად არის! ეს კერძი ძალიან უხდება ლატეს. მისი ტარება შეგიძლიათ პიკნიკზე და სამსახურში. მოამზადეთ ჩვენი რეცეპტის მიხედვით და თქვენი კერძი ყველას ძალიან მოეწონება.