საოცარი ბეზეს ორცხობილა ნიგვზით

1947
freshly baked homemade meringue cookies

ეს სტატია ყველა ბეზეს მოყვარულს ეძღვნება, რომელიც პირადად მეც ძალიან მიყვარს. პირში დნობადი ბეზე- ეს არის ტკბილეულის ის სახეობა, რომელზეც უარს არასოდეს ვიტყვი. რათქმაუნდა მე უკვე დიდიხანია ვიცი სხვადასხვა სახეობის ბეზეს მომზადება.

ბეზე სახლის პირობებში

ეს არის ბეზეს ყველაზე მარტივი რეცეპტი სახლის პირობებში, რომელიც მისი კლასიკური ვარიანტისგან განსხვავდება.

ტკბილეულის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ ბეზეს ორცხობილა თხილითა და შოკოლადით. რაც მთავარია მისი მომზადება ძალიან მარტივია.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვნ თუნდაც ერთხელ მაინც გაგისინჯავთ ბეზეს ორცხობილა. თუმცა ის საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომაც უნდა ისწავლოთ მისი დამოუკიდებლად მომზადება.

ბეზეს ეს საოცარი რეცეპტი ერთ ძველ კულინარიულ წიგნში მოვძებნე და თავადვე დავხვეწე. იმედი მაქვს ეს ორცხობილა ძალიან მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 2 ცალი კვერცხის ცილა
  • 100გ შაქარი
  • 10გ ვანილი
  • 50გ შავი შოკოლადი
  • 120გ ნიგოზი

მომზადება

1.დასაწყისისთვის მოდით მოვამზადოთ ნიგოზი: გაარჩიეთ და მსხვილად დაჭერით.

2.წვრილად დაჭერით შავი შოკოლადი.

3.ახლა რაც მთავარია ბეზე უნდა მოამზადოთ სწორად. ერთმანეთს აურიეთ შაქარი და შაქრის ფხვნილი.

4.ორი ცალი კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ მის ამოფუვებამდე. პროცესში თანდათან დაუმატეთ შაქარი.

5.ათქვეფილ ცილას დაუმატეთ ნიგოზი და შოკოლადი. ნიჩბის საშუალებით ფრთხილად გადაურიეთ.

6.ბეზე გადმოიტანეთ ცხობისათვის განკუთვნილ ქაღალდზე და შექმენით საშუალო ზომის ორცხობილები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში.

7.გამორთეთ ღუმელი და ორცხობილის შესახებ დაივიწყეთ 2 საათით. არ გამოაღოთ ღუმელი.

აი რატომ ქვია ორცხობილას “დავიწყებული”. ამ შემთხვევაში მოცდა არ იქნება მარტივი, მაგრამ მერწმუნეთ ეს საოცარი ორცხობილა ძალიან მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს. გემრიელად მიირთვით!