სამკუთხედები ჯემით, უგემრიელესი დესერტი მთელი ოჯახისთვის

900

ხშირად ძალიან გვინდა დესერტის მომზადება, მაგრამ ამისათვის არ გვაქვს საკმარისი დრო. დღეს ეს ყველაფერი შეიცვლება.

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი
  • ჯემი
  • კარაქი
  • 1 კვერცხი

მომზადება

1.გაალღვეთ ცომი. გააბრტყელეთ და დაჭერით თანაბრად. მე გავჭერი 6 ნაწილად. ნაჭრებს წაუსვით ჯემი.

2.მიეცით სამკუთხედის ფორმა და კუთხეები კარგად დააფიქსირეთ.

3.ზემოდან წაუსვით კვერცხი და გამოაცხვეთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

4.სურვილისამებრ შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!