სამარხვო პეროგი “ვულკანი”: საოცრად ფაფუკი, ნაზი და გემრიელი

3939

თუ მიგაჩნიათ, რომ სამარხვო ნამცხვრები დიდად მიმზიდველი არ არის, ამ რეცეპტის გაცნობის შემდეგ წარმოდგენას შეიცვლით. პეროგი “ვულკანის” იერსახე და გემო გულგრილს არავის დატოვებს.

დესერტი კვერცხის, რძისა და კარაქის გარეშე მზადდება, მაგრამ შედეგი მართლაც აღმაფრთოვანებელია. შიგთავსისთვის და ბისკვიტისთვის ნებისმიერი წვენი გამოდგება. შაქრის რაოდენობა წვენის სიტკბოს მიხედვით დაარეგულირეთ.

“გასტრონომიას” იდეა: შოკოლადის კრემის მისაღებად გამოიყენეთ ქლიავის წვენი. შეურიეთ სახამებელი და 1,5-2 ს.კ. კაკაო და მოამზადეთ ინსტრუქციის მიხედვით.

ინგრედიენტები

  • 400მლ ალუბლის წვენი
  • 600 მლ ფორთოხლის წვენი
  • 120 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 200 გრ შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 65 გრ სიმინდის სახამებელი
  • 500-520 გრ ფქვილი
  • ალუბლის მურაბა გემოვნებით
  • ქოქოსის ფანტელი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ პუდინგი შიგთავსისთვის. შეურიეთ ფორთოხლის წვენი, 50 გრ შაქარი და სახამებელი. მოხარშეთ შესქელებამდე, გადმოდგით და დააფარეთ ცელოფანი.

2. მოამზადეთ ცომი. შეურიეთ დარჩენილი შაქარი, ალუბლის წვენი, მარილი, ზეთი. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, ბოლოს კი სოდა, კარგად მოურიეთ.

3. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, დაასხით ცომი, ცენტრში დაასხით შიგთავსი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით. პეროგი გააცივეთ ფორმაშივე.

4. შედგით მაცივარში 3 საათით. მირთმევამდე კუთხეებზე მოასხით ცხელი მურაბა და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!