სამარხვო კექსები ვაშლით და შტოშით: საუცხოო დესერტი, რომელიც ვეგეტარიანელებსაც მოეწონებათ

1549

თუ მარხვას იცავთ ან უბრალოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს არ მოიხმართ, იმას არ ნიშნავს, რომ რაციონი ერთფეროვანი და უგემური უნდა იყოს. კარგი ამბები გვაქვს მათთვის, ვინც ნამცხვრებს გამოემშვიდობა: დღეს ჩვენ საუცხოო ხილის კექსების რეცეპტს შემოგთავაზებთ.

მცენარეული ინგრედიენტებისგან შემდგარი დესერტი უგემრიელესი გამოდის: ვაშლის პიურე და შტოშის ჩირი შესანიშნავად ეხამება ერთმანეთსაც და ცომსაც.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 0,75 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 180 მლ წყალი
  • 50 გრ შტოში
  • 1 ც ვაშლი
  • 20 გრ მზესუმზირა

მომზადება

  1. გარეცხეთ, გათალეთ, დაჭერით ნაჭრებად და დააბლენდერეთ წყალთან ერთად ვაშლი.
  2. შეურიეთ გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი. ცალკე თასში შეურიეთ ვაშლის პიურე, შტოში, მზესუმზირის მარცვლები და ზეთი. დაამატეთ ლიმონის წვენში გახსნილი სოდა.
  3. თხელ მასას ნელ-ნელა დაამატეთ მშრალი მასა. ცომი საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს.
  4. შეავსეთ კარაქ წასმული სილიკონის ფორმები ცომით. შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

გამომცხვარ კექსებს მოაყარეთ შაქრის პუდრი და გემრიელად მიირთვით! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!