სალათი ჩინური კომბოსტოს, ყველის და ხორცის შემადგენლობით

1091

დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ საოცარი სალათის რეცეპტს, რომელის მომზადებაც სულ, რაღაც 20 წუთშია შესაძლებელი. არაფრის მოხარშვა არ არის საჭირო, არანაერი ფენოვანი სტრუქურა. ეს სალათი გაგიკვირდებათ, მაგრამ არ შეიცავს მაიონეზს!

სალათი ‘ბატონი” – ესარის წარმატებული კომბინაცია ხორცის, ყველის, ახალი ბოსტნეულის და არომატული სანელებლების. ამ ინგრედიენტებით თქვენ მიიღებთ საოცარ გემოს. სიმარტივე დახვეწილობა და ჰარმონია ერთ კერძში.

ინგრედიენტები

  • პეკინის კომბოსტო 400გ
  • პროსკუტო 100გ
  • ნაღების ყველი 100გ
  • პომიდორი ჩერი 200გ
  • არაჟანი 200-250გ
  • მდოგვი 2 ჩაის კოვზი
  • ლიმონის წვენი 1 სუფრს კოვზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.არჟანს დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და მარილი. კარგად მოურიეთ.

2.კომბოსტოს ფურცლები (მათი რბილი ნაწილი) მსხვილად დაჭერით და დაალაგეთ ფართე თეფშზე. მოასხით არაჟნისაგან მიღებული მასა და ზემოდან დაალაგეთ შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი.

3.პროსკუტოს წაუსვით ნაღების ყველი და დაახვიეთ რულეტისებურად. ხორცის რულეტები ზემოდან დაალაგეთ სალათს. სალათი მზად არის!

კომბოსტოს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათის ფოთოლი, მწვანილი, რუკოლა, შპინატი. ნაკლები კალორიულობისთვის არაჟნის ნაცვლად გამოიყენეთ თურქული იოგურტი. ხოლო პროსკუტო შეცვალეთ თქვენთვის სასურველი ხორც-პროდუქტით.