სალათი ქათმით და კივით

716

ქათმის სალათი სადღესასწაულო მაგიდისთვის ნამდვილად უნივერსალური ვარიანტია. მოდით დღეს დაუვიწყარი სალათი მოვამზადოთ საოცარი რეცეპტით.

მოდით ვცადოთ!

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 400გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ყველი 150გ
  • პომიდორი 2 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • კივი 2-3 ცალი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ხახვი და დაასხით ცხელი წყალი. დატოვეთ 10-15 წუთი, შემდეგ გადაასხით წყალი.

2.მოხარშეთ ხორცი მარილიან წყალში. რათა ის მეტად რბილი გახდეს, დატოვეთ ბულიონში სრულად გაგრილებამდე. შემდეგ დაჭერით წვრილ ნაჭრებად.

3.თეფშის ძირზე მოათავსეთ ფილეს ფენა, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოაყართ გაწურული ხახვი და წაუსვით მაიონეზი.

4.მოაყარეთ გახეხილი ყველი და ისევ მოასხით მაიონეზი. დაჭერით პომიდორი წვრილ კუბიკებად, გადაასხით წვენი და გადაანაწილეთ შემდეგ ფენად. წაუსვით მაიონეზი.

5.გახეხეთ მოხარშული კვერცხი და მოაყარეთ სალათს. მოათასვეთ მაცივარში 2-3 საათი. გააფორმეთ სალათი დაჭრილი კივით, ბროწეულით და მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!