სალათი კალმარებით, ვაშლით და სიმინდით: მის მერე კრაბის ჩხირების სალათს არც კი შეხედავთ

1274

“გასტრონომია” გთავაზობთ დიეტური სალათის რეცეპტს, რომელიც სწორი კვების ყველა კანონს შეესაბამება. მასში სწორად არის დაბალანსებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. კალმარებისა და ვაშლის სალათი შესანიშნავია ყოველდღიური ვახშმისთვის და სადღესასწაულო სუფრისთვისაც.

ინგრედიენტები მარტივია, თუმცა მათი შეხამება მართლაც შეუდარებელ გემოს ჰქმნის. მთავარი ამოცანაა, შეიძინოთ კალმარები, რომლებიც ძალიან გაყინული არ იქნება – სწორედ ამაზეა დამოკიდებული შედეგი. სხვა ინგრედიენტების შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია: ვაშლი შეარჩიეთ მომჟავო-მოტკბო, სიმინდი – დაკონსერვებული, მწვანილი კი გემოვნებით.

ინგრედიენტები

  • 300 გრ კალმარები
  • 100 გრ სიმინდი
  • 4 კვერცხი
  • 1 ც ვაშლი
  • 3 ს.კ. იოგურტი
  • მარილი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაასხით კალმარებს მდუღარე წყალი, მალევე გაავლეთ ცივ წყალში, მოაცილეთ კანი და ჩაყარეთ ოდნავ მარილიან მდუღარე წყალში. მოხარშეთ 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააცივეთ.
  2. დაჭერით მოხარშული კვერცხი და გათლილი ვაშლი კუბებად.
  3. შეურიეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ იოგურტი, სიმინდი, მარილი და კარგად მოურიეთ.

იკვებეთ სწორად, დატკბით გემრიელი დიეტური კერძებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!