სალათი “გულთამპყრობელი” და მისი პოპულარულობის საიდუმლო

719

დღეს ჩვენ უმარტივესი ინგრედიენტებისგან მოვამზადებთ გემრიელ სალათს, რომელსაც შესაფერისი სახელი ჰქვია.

ინგრედიენტები

  • 500გრ ქათმის გული
  • 3 კვერცხი
  • 150გრ მაგარი ყველი
  • 3 ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი ძმარი
  • ცხელი წყალი
  • მაიონეზი შესაზავებლად

მომზადება

  1. ქათმის გულები გარეცხეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში. გააციეთ და დაჭერით 4 ნაწილად.

2. ხახვი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით და გადაიტანეთ ჯამში. მარინადისთვის გულს დაუმატეთ შაქარი, მარილი, ჩაასხით ძმარი და დაასხით ცხელი წყალი ისე რომ ხახვი მთლიანად დაიფაროს. და დატოვეთ ასე 15-20 წუთი.

3.კვერცხი მოხარშეთ, ყველი გახეხეთ. კვერცხი გააციეთ და შემდეგ დაჭერით.

4. ჯამში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და არდაგავიწყდეთ დაამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოასხით მაიონეზი.

ის უკვე მზადაა, სალათი ქათმის გულებით.

გემრიელად მიირთვით!