სალათა “ქოულსლო”- ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით გაჯერებული გარნირი

1265

“ქოულსლო” არაქისით ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების ნამდვილი საცავია. შეგიძლიათ ცალკე კერძის სახით მიიტანოთ ან წიწილისა თუ თევზის გარნირად გამოიყენოთ.

ჩატნი – ბოსტნეულისგან ან ხილისგან მომზადებული სანელებელია.

ინგრედიენტები:

  • 200 გ თეთრი კომბოსტო
  • 1 დიდი სტაფილო
  • 60 გ ოქროსფერი მსხვილი ქიშმიში
  • 4 მწვანე ხახვი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ჩ.კ. დიჟონური მდოგვი
  • 150 გ იოგურტი (უშაქრო, უხალო)
  • 1 ს.კ. მანგოს ჩატნი
  • შავი პილპილი
  • 6 ბოლოკი
  • 90 გ მარილიანი არაქისი
  • 2 ს.კ. ქორფა ოხრახუში
  • 2 ს.კ. ქორფა ხახვი – შნიტი

მომზადების წესი:

  1. წვრილად დაჭრილო კომბოსტო, მწვანე ხახვის თავები და მსხვილად გახეხილი სტაფილო დიდ ჯამში ქიშმიშთან ერთად აურიეთ.
  2. მაიონეზი, იოგურტი, მდოგვი და მანგოს ჩატნი ჯამში გადაიტანეთ და ახალდაფქული პილპილით შეაზავეთ. შემდეგ კომბოსტოს ნარევს მოასხით და ჯამი კარგად შეანჯღრიეთ, ბოსტნეული საწებელში მთლიანად რომ ამოევლოს.
  3. სუფრაზე მიტანის წინ, კერძს თხლად დაჭრილი ბოლოკი და მოხალული არაქისიც დაუმატეთ, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ხახვი-შნიტი და ხახვის მწვანე ბოლოები.

სულ ესაა, სალათი მზადაა. გაუმასპინძლდით და გაუზიარეთ მეგობრებს.