სალათა “ტიფანი” – მარტივი რეცეპტი კარგი განწყობისთვის

1544

სალათი “ტიფანი” – მართლაც სადღესასწაულო კერძია. ერთი შეხედვით სალათში გამოყენებული ინგრედიენტები მარტივია და დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგრამ აქ მთავარი ინგრედიენტი ყურძენია, რომელიც გაგილამაზებთ დღეს და შეგიქმნით კარგ განწყობილებას.

ინგრედიენტები:

  • 2 დიდი ნაჭერი ქათმის ფილე (მკერდსი გარეშე)
  • 4-6 ცალი კვერცხი
  • 150-200 გრ ხმელი ყველი
  • 500 გ სუფრის ყურძენი
  • 0,5 – 1 ჩ.კ. კარი
  • 23 ს/კ ზეთი
  • 0,5 ჭიქა ნიგოზი ( ან ამდენივე ნუში)
  • მაიონეზი, ოხრახუში გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათმის ხორცი მოვხარშოთ, გავაცივივოთ და დავაქუცმაცოთ.

გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ ზეთი, ჩავყაროთ ქათმის ხორცი, მოვაყაროთ მარილი, კარი და შევწვათ 5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.

მოხარშული კვერცხი და ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

ნიგოზი შევწვათ და დავჭრათ წვრილად (ან ნუში).

ყურძნის მარცვლები გავჭრათ შუაზე და გამოვაცალოთ კურკები.

თეფშზე ყურძნის მტევნის ფორმის მსგავსად წავუსვათ მაიონეზი და სალათა დავაწყოთ ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით (თითოეულ ფენას მოვაყაროთ 1 ს.კ. ნიგოზი ან ნუში, თხლად წავუსვათ მაიონეზი):

1-ლი ფენა – ქათმის ხორცის ნახევარი;

მე-2 ფენა – გახეხილი კვერცხის ნახევარი;

მე-3 ფენა – გახეხილი ყველის ნახევარი.

შემდეგ ისევ გავიმეოროთ იმავე თანმიმდევრობით. ზედა ფენას მაიონეზი არ წაუსვათ.

ყურძნის მარცვლები  ამოვავლოთ მაიონეზში, ზემოდან დავაწყოთ სალათას, მოვრთოთ მწვანილით და მაცივარში შედვგათ 2-3 საათით.