სალათა “გაზაფხული” – ხასხასა, მსუბუქი და ნოყიერი კერძი

2451

სალათი გემრიელი, მსუბუქი და ნოყიერი კერძია, რომლის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს ნედლი და მოხარშული ბოსტნეული, ხორცეული, თევზეული, მწვანილი და კენკრა. გასტრონომია დღეს სალათ “გაზაფხულის”რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

  • მწავნე სალათა – 100 გრამი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • კიტრი – 2 ცალი
  • ახალი ბოლოკი  – 15-20 ცალი
  • სტაფილო – 1 ცალი
  • კარტოფილი – 200 გრამი
  • მწვანე ხახვი – 100 გრამი
  • არაჟანი – 3/4 ჩაის ჭიქა
  • ძმარი – 1 სუფრის კოვზი
  • მარილი და შაქარი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ამ სალათში ნაგულისხმევია თეფშზე ლამაზად განლაგებული ახალი წიწმატი, ბოლოკი, ტარხუნა, ოხრახუში, მწვანე ხახვი და მისთ. თუ შესაძლებელია, უნდა დაიწყოს აგრეთვე კანგაუცლელი პატარა კიტრები.
  2. ჩვეულებრივად დარჩეული და გარეცხილი სალათა დავჭრათ და დავაწყოთ ლანგარზე. ირგვლივ შემოვუწყოთ წითელი ბოლოკის, მოხარშული კარტოფილისა და სტაფილოს მრგვალი ნაჭრები. გარშემო შემოვაყოლოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის არშია. მოვაყაროთ მარილი და ცოტა შაქრის ფხვნილი. სალათზე დავაწყოთ მოხარშული კვერცხის მრგვალი ნაჭრები. არაჟანი ავურიოთ ძმარში და ცალკე გავიტანოთ.