სალათა ბროწეულის სამაჯური – რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას მიანიჭებს გემრიელ ფერებს.

2325

თუ გსურთ თქვენი სუფრა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდეს, მაშინ ეს სალათა აუცილებლად უნდა მოამზადოთ საახალწლო ან სადღესასწაულო სუფრისთვის. ეს ფერთა თამაში ნამდვილად სასიამოვნოდ გააოცებს თქვენს სტუმრებს.

ინგრედიენტები:

  • 1-2 ცალი ბროწეული
  • 4-5 თავი კარტოფილი
  • 3-4 თავი ჭარხალი
  • 2-3 თავი სტაფილო
  • 1 ქილა შპროტი
  • 1 ქილა დაკონს. სიმინდის მარცვლები
  • 200-300 გრ მაიონეზი
  • მწვანე ხახვი, მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო მოვხარშოთ კანიანად, გავაცივოთ, გავასუფთაოთ და გავხეხოთ სახეხზე. ავიღოთ დიდი ბრტყელი თეფში, შუაგულში მოვათავსოთ ჭიქა და მის გარშემო დავაწყოთ პროდუქტები ფენებად შემდეგი თანმიმდევრობით:

  1. გახეხილ კარტოფილის ფენას მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მაიონეზი;
  2. გახეხილ სტაფილოს ფენას წავუსვათ მაიონეზი;
  3. მთლიანი ან ჩანგლით გაჭყლეტილი შპროტის ფენა;
  4. დაკონსერვებული სიმინდის ფენას წავუსვათ ცოტაოდენი მაიონეზი;
  5. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვის ფენა;
  6. გახეხილ ჭარხალს მოვაყაროთ მარილი და წავუსვათ მაიონეზი (ბოლო ფენა).

სალათა ზემოდან მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით, შევდგათ მაცივარში 1-2 საათით და მაგიდასთან მიტანის წინ ამოვაცალოთ ჭიქა.

გემრიელად მიირთვით!