სადღესასწაულო დაწნული რულეტი “გლადიოლუსი” დარიჩინით

1558

დაწნული რულეტი “გლადიოლუსი” ძალიან ლამაზად და მოხდენილად გამოიყურება. ერთი შეხედვით, რეცეპტი შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, რადგან ცომის მომზადების გარდა მისი ფორმირებაცაა საჭირო, თუმცა თუ ინსტრუქციას სწორად მიჰყვებიით, საკმაოდ სწრაფად გაართმევთ თავს.

ამ რეცეპტში შიგთავსის სახლით დარიჩინისა და შაქრის ნაზავი გამოიყენება. ამიტომ ნამცხვარი საოცრად არომატულიცაა. თუ დარიჩინის სურნელი არ იყვართ, ჩაანაცვლეთ ყაყაჩოს თესლით ან ჯემით. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობით ორი რულეტი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 250 მლ რძე
  • 7 გრ საფუარი
  • 500 გრ ფქვილი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხი
  • 70 მლ ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 3 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

1. 100 მლ თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი, დატოვეთ 15 წუთით.

2. ათქვიფეთ კვერცხი და 1,5 ს.კ. შაქარი, დაუმატეთ დარჩენილი რძე. შეურიეთ საფუარის მასას, დაუმატეთ ფქვილი, ზეთი და მოზილეთ ცომი. შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 2 საათით.

3. დაყავით ცომი 2 ნაწილად. გააბრტყელეთ მართკუთხად პერგამენტზე.

4. წაუსვით ზეთი, მოაყარეთ დარიჩინისა და შაქრის (3 ს.კ) ნაზავი, შეახვიეთ რულეტი.

5. აიღეთ მაკრატელი და ჩაჭერით ცომი 45 გრადუსის კუთხეზე (ბოლომდე არ ჩაჭრათ) ყოველი – 1 სმ. განათავსეთ შემდეგნაირად: მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრში.

6. გადაიტანეთ რულეტი პერგამენტიანად საცხობ ფორმაზე, დააფარეთ ცელოფანი და დატოვეთ 15 წუთით.

7. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით.

ცხელ რულეტს სურვილისამებრ შეგიძლიათ მოასხათ შაქრის მინანქარი. ეს ნაზი დესერტი შესანიშნავი დანამატი იქნება ჩაისთან, ყავასთან ან კაკაოსთან. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!