საბუტერბროდე კარაქი ვაშლისგან: კარგი განწყობისა და ენერგიის საწინდარი

988

შინ მომზადებული ვაშლის კარაქი გრამი შაქრის გარეშე, პურზე თუ ტოსტზე წასმული – თქვენი ოცნების დესერტი გახდება. ტკბილი და სურნელოვანი არომატი, ნაზო კონსისტენცია, სასიამოვნო სიმჟავე – იდეალური შეხამებაა.

ვიტამინებით სავსე დესერტი მარტივი ინგრედიენტებისგან მზადდება: მხოლოდ ახალი ტკბილი ვაშლი, ცოტაოდენი ლიმონის ცედრა, სუნელები და არაქისის პასტა ხავერდოვანი გემოს შესაძენად. ასეთი ნუგბარი მოსაწყენ შვრიის ფაფას მეფურ საუზმედ აქცევს!

ინგრედიენტები

  • 8 ც ვაშლი
  • 1 ც ლიმონის ცედრა
  • 1 ჩ.კ. დარიჩნი
  • 0,25 ჩ.კ. მუსკატის თხილი
  • 1 ს.კ. არაქისის პასტა
  • 0,5 ჩ.კ. ჯანჯაფილი
  • 1 ჭიქა წყალ
  • 3 ც მიხაკი

მომზადება

1. მოაცილეთ ვაშლს გულები, დაჭერით ნაჭრებად.

2. მოათავსეთ ქვაბში, დასხით 1 ჭიქა წყალი. მოთუშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ ვაშlი კარგად არ მოიხარშება (30-60 წთ).

3. დაუმატეთ სუნელები, ლიმონის ცედრა და არაქისის პასტა ან ჩვეულებრივი კარაქი.

4. მოთუშეთ მასა შესქელებამდე. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით.

5. მოათავსეთ შუშის ქილებშi, კარგად დაფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.

ასევე, ხილის კარაქი შეგიძლიათ ფორმებში ან კონტეინერებში ჩაასხათ და შეინახოთ საყინულეში. სურვილისამებრ, ვაშლის კარაქი წაუსვით ბისკვიტებს, დაუმატეთ იოგურტში და კერძებში. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!