საახალწლო სუფრა მანდარინის დესერტის გარეშე ვერ წარმომიდგენია…

1497

საახალწლო კერძების მერე, ყველას უჩნდება სურვილი გემრიელი და ტკბილი დესერტით ჩაიტკბარუნოს პირი.  გასტრონომია გასწავლით მსუბუქ, სეზონურ  საახალწლო დესერტის მომზადებას, რომლითაც თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ.

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 250 გ არაჟანი
  • 100 გ შაქარი
  • 15 გ კარაქი
  • 1 ჩ.კ. კოჭა
  • 6 მანდარინი
  • 1 ლიმონი
  • მარილი, დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კვერცხს შევურიოთ შაქარი, არაჟანი, მარილი, გამდნარი კარაქი, სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, კოჭა და კარგად ავთქვიფოთ.
  2. 6 ცეცხლგამძლე ჭურჭელს წავუსვათ კარაქი, მასში მოვათავსოთ მომზადებული ნარევი, თითოეულში მოვათავსოთ  კანგაცლილი მანდარინის წილები, ზემოდან დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ წინასწარ 180 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში.
  3. მაგიდასთან მიტანის წინ მოვრთოთ ლიმონის ცედრითა და დარიჩინით.