სააღდგომო კულიჩს ყოველთვის ამ რეცეპტით ვაცხობ.

1771

გასტრონომიას რედაქცია გთავაზობთ უგემრიელეს სააღდგომო კულიჩის  რეცეპტს, რომელიც, იმედი გვაქვს, დაიმსახურებს თქვენს მოწონებას.

ინგრედიენტები: 

  • 12 ჭიქა ფქვილი
  • 3 ჭიქა ახალი რძე
  • 50 გ საფუარი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 7 კვერცხი
  • 1/2 ჭიქა კარაქი
  • 1/2 ჭიქა ქიშმიში
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი: 

  1. საფუარი გავხსნათ რძეში, დავუმატოთ ფქვილის ნახევარი და ასაფუებლად ცომი დავდგათ თბილ ადგილზე.
  2. შაქარს დავუმატოთ 5 კვერცხის გული, მარილი და მოვურიოთ.
  3. აფუებულ ცომს დავუმატოთ კვერცხის გულის ნარევი, 2 მთლიანი კვერცხი, დავასხათ გამდნარი კარაქი, დავუმატოთ ქიშმიში და გავაჩეროთ ერთი ღამე. დილით ცომი ისევ გადავზილოთ, ცოტა ხნით გავაჩეროთ, გადავიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში, დავაცადოთ ცომს ამოსვლა და გამოვაცხოთ.
  4. გაცივებული კულიჩი მოვრთოთ შაქართან ერთად ათქვეფილი კვერცხის ცილით.