რულეტ-სუში. თუ თქვენ სუშის გაკეთება რთული გგონიათ, მაშინ ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა

1100

აზიური სამზარეულო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ზოგიერთი კერძის დაგემოვნებას ყველა ვერ ბედავს. მაგრამ ზოგირთმა კერძმა, ჩვენს ქვეყანაში მჭიდროდ გაიდგა ფესვები. ჩვენ ძალიან გვიყვარს ექსპერიმენტები, ამიტომაც დღეს გთავაზობთ რულეტ – სუშის მომზადებას.

თუ თქვენ სუშის გაკეთება რთული გგონიათ, მაშინ ეს რეცეპტი სწორედაც, რომ თქვენთვისაა. ჩვენ ორი ძალიან გემრიელი კერძი შევაერთეთ და მივიღეთ ერთი საუკეთესო.

 ინგრედიენტები

  • ორაგული 200გ
  • ყველი “ფილადელფია” 250გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • კიტრი 1 ცალი
  • ნიორი 1 კბილი
  • ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
  • ნორის ფოთოლი 6 ცალი
  • ლავაში 1 ცალი
  • სეზამი 1 ჩაის კოვზი
  • კეჩუბი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.კიტრი მსხვილად გახეხეთ და გამოწურეთ. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და ლიმონის წვენი. მოურიეთ.

2.კვერცხი მოხარშეთ და მსხვილად გახეხეთ. დაუმატეთ კიტრი და ყველი. ფილადელფიის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კრემ-ყველი.

3.ლავაში დაჭერით მართკუთხედად და მასზე ზემოდან მოათავსეთ ნორის ფოთოლი.

4.ფოთოლს წაუსვით მომზადებული მასა ისე, რომ ბოლოდან 1სმ დააშოროთ. ერთ მხარეს მოათვსეთ გრძლად დაჭრილი თევზი.

5.დაახვიეთ რულეტისებურად, შეფუთეთ პაკეტში და მაცივარში მოათავსეთ 2-3 საათი.

6.მოხალეთ სეზამი. რულეტს წაუსვით კეჩუბი და მოაყარეთ სეზამის მარცვალი. დაჭერით და თამამად გაიტანეთ სუფრაზე.

ლამაზი და არომატული რულეტის დაგემოვნება ყველას ძლაიან მოუნდება. მისი შიგთავსის და ფორმის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გემრიელად მიირთვით!