რულეტი – შტრუდელი, რომელიც ყველას უყვარს

642

დღეს ჩვენ ერთად უგემრიელეს რულეტს მოვამზადებთ. ლავაშის, ხაჭოს და ყაყაჩოს სამეული ნამდვილად მოგხიბლავთ.

ინგრედიენტები

  • თხელი ლავაშის 1 ფირფიტა
  • 200გ უცხიმო ხაჭო
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 70გ ყაყაჩო
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 კვერცხის გული
  • ნიგოზი

ინგრედიენტები

1.შიგთავსისი მოსაზმადებლად ჯამში მოათავსეთ ხაჭო, კვერცხი, ვანილი, ყაყაჩო და თაფლი. ათქვიფეთ მიქსერით.

2.ლავაში მოათავსეთ სამუშაო მაგიდაზე, ზემოდან გადაანაწილეთ შიგთავსი. დაახვიეთ რულეტისებურად. ზედმეტი ნაწილები მოაჭერით.

3.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით. რულეტს წაუვსით კვერცხის გული და მოაყარეთ ნიგოზი.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!