რულეტი ვაშლის გულსართით. მოამზადეთ უქმეებზე ფაფუკი და ჰაეროვანი დესერტი იდეალური განწყობის შესაქმნელად

2775

ზამთრის წვიმიან დღეს ძალიან უხდება ახლად გამომცხვარი რულეტი ხილის გულსართით, ასეთი მსუბუქი დესერტი ჩაის ან ყავის იდეალური პარტნიორია. თუ უქმეებზე ისეთივე ცუდი ამინდი დაგემთხვათ, როგორიც დღესაა, მაშინ რაღა დაგრჩენიათ თავად უნდა სცადოთ დღის გალამაზება. გასტორონომია გთავაზობთ უგემრიელეს ვაშლის რულეტის რეცეპტს. მოამზადეთ ის და თქვენი განწყობაც უმალვე ამაღლდება. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს.

ინგრედიენტები: 

ცომი: 

  • 1 ფინჯანი (150 გ) ნამცხვრის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ჯანჯაფილი
  • 3 დიდი კვერცხი, ცილა და გული -განცალკევებული
  • 1/2 ფინჯანი (100 გ) შაქარი

გულსართი: 

  • 2 დიდი მომჟავო ვაშლი, გათლილი, გულამოცლილი და მსხვილად დაჭრილი
  • 1/4 ფინჯანი ( 60 მლ) წყალი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 1 ფინჯანი (250 მლ) ცხიმიანი ნაღები
  • შაქრის პუდრი – მოსაყრელად

ულუფა: 8-10

მომზადება: 25 წუთი

ცხობა: 15-20 წუთი

მომზადების წესი:

  1. ცომი: გააცხელეთ ელექტროღუმელი 180 გრადუსზე. 25X35 სმ ზომის რულეტის საცხობ ლანგარს წაუსვით კარაქი. დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
  2. საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და ჯანჯაფილი.
  3. მიქსერით, მაღალი სიჩქარით ათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი სანამ არ გათეთრდება.
  4. მიქსერით, მაღალი სიჩქარით, გამკვრივებამდე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და მარილი. შეურიეთ კვერცხის გულის მასა.
  5. თანდათან დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები.
  6. კოვზით ცომი საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ.
  7. აცხვეთ 15-20 წუთი. შეხებისას ელასტიკური, ოდნავ რბილი უნდა იყოს.
  8. რულეტის გადასახვევად შაქრის პუდრი დაყარეთ ჩაის ტილოზე, ზედ ნამცხვარი გადმოიღეთ და ქაღალდი მოაშორეთ. გვერდები ჩამოაჭერით. ნამცხვარი ტილოს საშუალებით გადაახვიეთ, ასე დატოვეთ გაგრილებამდე.
  9. გულსართი: ვაშლი და წყალი აადუღეთ პატარა ქვაბში საშუალო ცეცხლზე, სანამ არ დარბილდება, დაახლოებით 10 წუთი. შეურიეთ შაქარი და ლიმონის წვენი. წვენი გადაუწურეთ და გადადეთ გასაგრილებლად.
  10. ცალკე ათქვიფეთ ნაღები. გახსენით ნამცხვარი და ნაღები წაუსვით, ზემოდან ვაშლის მასა დაადეთ, ისევ გადაახვიეთ. მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ესეც ასე უქმე დღის ტკბილი დესერტიც მზადაა. მიირთვით ის ჩაისთან ან ყავასთან ერთად. თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს.