როგორ შევიყვაროთ ჩებურეკის მომზადების პროცესი

2688

ჩებურეკი – ეს არის ყირიმელი თათარების ნაციონალური კერძი. ცვენს ენაზე ამ კერძს “უმი ღვეზელი” ჰქვია. ჯერ კიდევ სანამ უცხო ქვეყნის სწრაფი კვების პროდუქტები ჩვენ ქვეყანაში შემოაყწევდნენ, ჩებურეკი საბჭოთა ქვეყანაში ერთ-ერთი ფავორიტი კერძი იყო.

ამბობენ, რომ დროდადრო თვით ბრეჟნევიც კი ითხოვდა მისთვის ჩებურეკის მომზადებას ცხვრისა და ღორის ხორცით, რომელაც ის ისევე აფასებდა, როგორც მწვადს და გარეული ცხოველის ხორცს. იმ დროს ჩებურეკებს ერთი რეცეპტის მიხედვით ამზადებდნენ, გამონაკლისი იყო კრიმი, ხოლო დანარცენ ყველგან ჩებურეკებს მთელი ქვეყნის მაშტაბით ქონდათ ერთნაერი გემო.

დღესდღეობით ჩებურეკის ქჩაში შეძენა არ არის უსაფრთხო: არასდროს არ იცით, როგორ პირობებში არის მომზადებული და არის თუ არა ინგრედიენტები ახალი. ამიტომაც შემწვარი, დაბრაწული და სურნელოვანი ჩებურეკების მოყვარულებს ვთავაზობთ მის მარტივ რეცეპტს, რათა სახლში მოამზადონ თავიანთი საყვარელი კერძი.

როგორ მოვამზადოთ ჩებურეკი

იმისათვის, რომ მიიღოთ არაჩვეულებრივი, დელიკატური და ხრაშუნა ჩებურეკი და არა გამომშრალი, უგემური კერძი ამისათვის სჭიროა რამდენიმე ხერხის ცოდნა, რომლებსაც ჩენ სიამოვნებით გავუზიარებთ ჩვენს მკითხველს.

1.ცომი

კარგი ჩებურეკის მოსამზადებლად აუცილებელია ფქვილს გაცრა. ჟანგბადით გაჯერებული ფქვილი მოგვცემს რბილ და ჰაეროვან ცომს. რაც შეეხება წყალს აუცილებელია მისი ადუღება და გაითვალისწინეთ, რომ ნახევარი ფქვილი ცხელ წყალში უნდა გახსნათ.

ამის შემდეგ მასა უნდა გააგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე და დაუმატოთ უკვე გაგრილებული ინგრედიენტები. მოზილეთ სქელი ცომი, შეფუთეთ და შეინახეთ გრილ ადილას 30 წუთის განმავლობაში. გაგრილების შემდეგ ის გახდება უფრო ელასტიური და უფრო გაგიმარტივდებათ მისი გაბრტყელება.

იმისათვის, რომ ცომმა გამოცხობისას არ შეიწოვოს ზედმეტი ცხიმი, რეკომენდირებულია ცომის მოზელვისას დაუმატოთ ერთი სუფრის კოვზი არაყი. ცომის სირბილისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ქათმის კვერცხი ან წყლის ნაცვლად გამოიყენოთ რძე.

2.ფარში

ჩებურეკის ნამდვილ მოყვარულები არ იყენებენ ხორცსაკეპს და ბლენდერს, მათი აზრით ხორცი ჩებურეკისათვის უნდა დაიჭრას წვრილად დანით, რადგან ამ მეთოდით ხორცი ინარჩუნებს ძვირფას წვენს. ხორცი არ უნდა იყოს ძალიან გამომშრალი. ცხიმი აუცილებლად უნდა ქონდეს, თუ მოგეჩვენებათ, რომ არ არის საკმარისი რაოდენობის ცხიმი შეგიძლიათ დაუმატოთ კარაქის ნაჭრები.

წყლის ნაცვლად ფარშს შეგიძლიათ დაუმატოთ მინერელური წყალი, ბულიონი და კეფირი. ორიგინალური ჩებურეკებისათვის გამოდგება მწვანე ან შავი ჩაი. თუ ფარში წყლიანია, ეცადეთ დაუმატოთ ცოტა წყალი. მეტი არომატისათვის შეგიძლიათ შეწვათ ფარში 5-7 წუთის განმავლობაში და ამის შემდეგ დაუმატოთ წყალი.

ჩებურეკი ხორცით

  • 500მლ წყალი
  • 1კგ ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1,5 ჩაის კოვზი 9% ძმარი
  • მარილი გემოვნებით

შიგთავსის ინგრედიენტები

  • 500გ ფარში (ღორის და საქონლის ხორცის ნარევი)
  • 200გ ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი (ბულიონი)
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.წვრილი საცერით გაცერით ფქვილი.

2.აადუღეთ წყალი, ჩაასხით ღრმა ჯამში, დაამარილეთ და დაუმატეთ მცენარეული ზეთი.

3.ჩაყარეთ ნაწილი ფქვილი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4.გაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, დაუმატეთ ძმარი და დანარჩენი ფქვილი.

5.ცომი მოათავსეთ გრილ ადგილას 1 საათის განმავლობაში.

6.დაჭერით ხორცი, წვრილად დაჭერით ხახვი. ჩემი ნაცნობი თათარი ხახვსცომის საბრტყელებლით აბრტყელებდა, რათა ის უფრო დარბილებულიყო. აურიეთ ხახვი და ხორცი, დაამარილეთ და მოაყარეთ წიწაკა. დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ქინძი, მწვანე ხახვი და ხმელი სუნელი.

დაუმატეთ წყალი (ბულიონი) და მოურიეთ. აუცილებლად მურიეთ ფრთხილად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხორცი გამოყოფს ცილას და გადაიქცევა უბრალოდ გროვად. მორევის შემდეგ დაასვენეთ ფარში, რათა სანელებლების გემო კარგად გაჯდეს მასში.

7.ცომის ერთი ნაწილი დაამრგვალეთ, უნდა იყოს დაახლოებით 4სმ დიამეტრის მქონე ბურთი. გააბრტყელეთ 1,5მმ სისქის წრედ. თუ უფრო წვრილი გამოვა ცხობისას ის აუცილებლად გასკდება, ხოლო სქელის შემთხვევაში ჩებურეკი აღარ გამოვა რბილი.

8.გაბრტყელებულ ნაწილზე მოათავსეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, მოასწორეთ, გადაკეცეთ ცომი შუაზე და მჭიდროდ დაუფიქსირეთ გვერდები.

9.გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და დაელოდეთ მის ადუღებას.

10.ჩებურეკი შეწვისას აუცილებლად დაფარული უნდა იყოს ზეთით, წინააღმდეგ შემთხვევაშ გამოგივათ დიდი ზომის პელმენები.

11.თითოეული მხრიდან ჩებურეკი შეწვით 3 წუთის განმავლობაში.

12.ჩებურეკი მოათავსეთ ისე, რომ მას მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი. მაგალითად, ქაღალდის ხელსახოცზე ან დიდ ფართე საწურზე.

13.ახლა კი თქვენ იცით ჩებურეკის მომზადების საიდუმლო ხრიკები. გემრიელად მიირთვით!

თხელი დაბრაწული ცომი, ნაზი წვნიანი ფარში. ჩებურეკები ამ რეცეპტით გამოდის საოცრად გემრიელი. ამ კერძს ძალიან უხდება არაჟანი და პომიდვრის წვენი. შემდეგ დღეს ისინი პირვანდელად რბილები და წვნიანები არიან!