როგორ მოვხარშოთ საახალწლო კუტია, რათა მივიღოთ ნaმდვილი საშობაო კერძი

788

კუტიას, როგორც ჩემი მშობლები ამბობდნენ თაფლით ვერ გააფუჭებთ. რაც უფრო ნოყიერი და გემრიელი კუტია გექნებათ, მით უფრო ნაყოფიელრი წელი გელით. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კუტია თაფლით, ნიგვზით და ქიშმიშით მოამზადოთ სწორი რეცეპტით.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა (200გ) ხორბალი
  • 4 ჭიქა წყალი
  • 125გ ყაყაჩო
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი
  • 100გ ქიშმიში
  • 50გ კარაქი
  • 100გ მოხალული ნიგოზი
  • 4 სფრის კოვზი თაფლი
  • მარილი

მომზადება

1.გადაარჩიეთ და გარეცხეთ ხორბალი. საუკეთეშო შედეგის მისაღებად ხარისხიანი ხორბალი დაგჭირდებათ.

2.მოასხით წყალი და დატოვეთ მთელი ღამე ამოსაფუებლად.

3.დილით გადაასხით წყალი, შეცვალეთ ახალი წყლით, დაუმატეთ მარილი და მოხარშე საშუალო ცეცხლზე 2 საათი. მარცვლები აუცილებლად უნდა გაიხსნას.

4.თბილ ფაფას დაუმატეთ კარაქი. ეს ხორბლას უფრო ნოყიერს გახდის.

5.ყაყაჩოს მოასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ 1 საათი. გამოწურეთ. მეტი რძის მისაღებად შეგიძლიათ ყაყაჩოს მოხარშოთ 30 წუთი.

6.ყაყჩო და შაქარი გადაურიეთ.

7.ქიშმიშს მოასხით ცხელი წყალი 20 წუთი.

8.მოახალეთ ნიგოზი 2-3 წუთი.

9.დარჩენილ ხორბალს დუმატეთ ყაყაჩო, ნიგოზი და თაფლი. კარგად მოურიეთ.

10.უგემრიელესი კუტია თაფლით მზად არის. შეინახეთ 1 საათი მაცივარში, რათა გემოები უკეთ გაუჯდეს კერძს.

11.გააფორემთ საშობაოდ და დაამშვენეთ მაგიდა.

გემრიელად მიირთვით!