როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჯემი მიშელ ნოსტრდამის რეცეპტით

1190

დღესდღეობით მთელი მსოფლიო იცნობს ნოსტრადამუსს, ან მიშელ დე ნოსტრდამს, როგორც წინასწარმეტყველს, თანამედროვეები კი მას გამომგონებელ ექიმად, ასტროლოგად და მზარეულად მიიჩნევდნენ.

1555 წელს პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოქვეყნდა “ჯემების მომზადების საუკეთესო რეცეპტების ტრაქტატი”, რომელიც დღეს ძალიან ღირებულია გურმანებისთვის.

ნოსტრდამი ჯემებსა და მურაბებს ამზადებდა ლიმონისგან, ფორთოხლისგან, ვიშნისგან და ხახვისგანაც კი. სიროფში შაქრავდა ნუშს, იტალიური ფიჭვის კაკლებს. ისევე, როგორც მისი თანამედროვენი, ნოსტრდამი ჯემებს სამკურნალო საშუალებებად მიიჩნევდა.

ჯანჯაფილის ჯემს, რომლის მომზადებასაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, ნოსტრდამი ფრიგიდულობის (სქესობრივი გულგრილობა ქალებში) სამკურნალოდ იყენებდა. ეს გემრიელობა შესაძლოა იყოს ძლიერი აფროდიზიაკი (საშუალება სექსუალური მოთხოვნილების ასამაღლებლად), მაგრამ მისი მთავარი ღირებულება შეუდარებელი გემო და მაგიური არომატი გახლავთ.

გემრიელი ჯემი

ინგრედიენტები

  • 300 მლ თაფლი
  • 100 გრ ახალი ჯანჯაფილი

მომზადების წესი

1. გათალეთ ჯანჯაფილი.

2. დაჭერით ბოსტნეული თხელ ფირფიტებად.

3. დაჭრილი ჯანჯაფილი ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.

4. 10 წუთის შემდეგ გადაღვარეთ წყალი და 3-ჯერ გაიმეორეთ იგივე პროცედურა.

5. ბოლოს ჯანჯაფილი არა 10, არამედ 20 წუთით უნდა მოადუღოთ.

6. მომდევნო დილას მოათავსეთ ჯანჯაფილი მაღალ ქვაბში, დაასხით თაფლი და 20-24 საათის განმავლობაში 3-ჯერ მოადუღეთ დაბალ ცეცხლზე, 15 წუთით.

ჯანჯაფილის ჯემი მზადაა. გემრიელად მიირთვით!