როგორ მოვამზადოთ “ხუჭუჭა პინჩერი”

1984

ტორტი “ხუჭუჭა პინჩერი”- ეს არის ბავშვობის გემო. იმ პერიოდებში, როდესაც უმეტესობა პროდუქტებისა უბრალოდ არ იშოვებოდა ეს ნამცხვარი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ ტკბილეულის მოსამზადებლად გამოიყენება ძალიან უბრალო ინგრედიენტები, რომლებიც ყველა დიასახლისის მაცივარშია.

დრო გავიდა სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ ეს ტორტი მაინც ყველას უკლებლივ უყვარს. ტორტის მომზადება ძალიან მარტივია, ამასთანავე ის სტუმრების ყურადღებას თავისი უცნაური გარეგნობით იპყრობს. ჩვენ შიქთავსის სახით გამოვიყენეთ ქლიავი და ქიშმიში, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნების მიხედვით.

ინგრედიენტები

  • კვერცხი-3ცალი
  • შაქარი-180გ
  • ხორბლის ფქვილი-250გ
  • ვანილი-9გ
  • ქიშმიში-140გ
  • ქლიავი-190გ
  • შავი შოკოლადი-160გ
  • არაჟანი-1,2კგ
  • შესქელებული რძე-200გ
  • კაკაოს ფხვნილი-200გ
  • გამაფხვიერებელი-1 ჩაის კოვზი
  • ნიგოზი-100გ
  • შაქრის ფხვნილი-200გ
  • კარაქი-90გ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში  ერთად ათქვიფეთ ვანილი და შაქარი. დაუმატეთ შესქელებული რძე, 200გ არაჟანი და კარგად ათქვიფეთ მიქსერის მეშვეობით. ცომს დაუმატეთ წინასწარ ერთმანეთში არეული ფქვილი და გამაფხვიერებელი.

2.დაუმატეთ კაკაო და ინგრედიენტები ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი, დაამუშავეთ ზეთით გვერდები და ძირი. თანაბრად გადაანაწილეთ ცომი ფორმაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში. სანამ მზა ტორტს ღუმელიდან გამოიღებთ, აუცილებლად შეამოწმეთ ის ხის ჩხირის საშუალებით.

4.დაფქვით ნიგოზი, გარეცხეთ და დაჭერით ქლიავი.

5.კრემის მოსამზადებლად, 1კგ არაჟანი და შაქრის ფხვნილი 5 წუთის განმავლობაში მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

6.გრილი ბისკვიტი გაყავით 3 ერთნაირ ნაწილად. ზემოთა დაჭერით 2,5სმ კუბიკებად და მოათავსეთ ცალკე ჯამში.

7. ქვედა ბისკვიტი მოათავსეთ იმ ჭურჭელზე, რომელზეც გნებავთ ტორტის აწყობა. წაუსვით არაჟნის კრემი, მოაყარეთ დაფული ნიგოზი, ქიშმიში და დაჭრილი ქლიავი.

8.ყველაფერი იგივე გაიმეორეთ მეორე ბისკვიტისათვის, ხოლო დაქუცმაცებული ბისკვიტი შეურიეთ კრემს და გადაუსვით ტორტის ზედა ფენას.

9.კიდევ გადაუსვით ზედა მხარეს კრემი და მოაყარეთ დაჭრილი ქლიავი, ქიშმიში და დაფქული ნიგოზი. ეს ინგრედიენტები ისევ გადაფარეთ კრემით და ტორტი მოათავსეთ 1 საათით მაცივარში.

10.წყლის აბაზანაზე გაალღვეთ კარაქი და შოკოლადი. მორთეთ ტორტი შოკოლადის მინანქრით და კვლავ მოათავსეთ მაცივარში 3 საათით.

უმჯობესია ტორტი მთელი ღამით დატოვოთ მაცივარში, რათა კარგად შეიწოვოს ინგრედიენტები. ასეთი ტკბილეულის მომზადება ძალიან მარტივია და გაწეული შრომა კი ნამდვილად ღირს იმ გემოდ რომლითაც გაგაოცებთ ეს ტორტი. გემრიელად მიირთვით!