როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა ვერგუნი კეფირზე

1330
Frying delicious and traditionally donuts on hot oil

სახლში მომზადებული კერძები – ყოველთვის ტკბილი ბავშვობის დროს გვახსენებს. ამ კერძების გემოს გახსენება არასდროს არის გვიანი, რადგან მათი მეშვეობით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაბრუნდეთ წარსულში.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი ვერგუნების რეცეპტს კეფირზე. ალბათ ეს კერძი ყველასათვის ნაცნობია, ხოლო თუ უცნობია აუცილებლად უნდა მოამზადოთ და დააგემოვნოთ.

ვერგუნი კეფირზე

ინგრედიენტები

  • 400გ ფქვილი
  • 250მლ კეფირი (ნებისმიერი ცხიმიანობის)
  • 1 ცალი ქათმის კვერცხი
  • 50გ შაქარი
  • 30გ შაქრის ფხვნილი
  • 50გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 500მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.პირველ რიგში ცალკე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაამარილეთ და დაუმატეთ შაქარი. ათქვიფეთ ხელის სათქვეფით. დაუმატეთ კეფირი, მოურიეთ. ჩაყარეთ სოდა და ისევ კარგად მოურიეთ.

2.ჯამში ჩაასხით გამღვალი კარაქი. კიდევ ერთხელ მოურიეთ.

3.მიღებულ მასას რამდენიმეჯერ დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ჯერ ცომს მოურიეთ ხელის სათქვეფით, ხოლო შემდეგ კი ხელებით. გაითვალისწინეთ, რომ ფქვილი შეიძლებაა დაგჭირდეთ უფრო ცოტა. მთავარია, რომ ცომი გამოგივიდეთ ერთგვაროვანი და ცოტა წებოვანი. თუ თქვენ გაოიყენებთ ჭარბი რაოდენობის ფქვილს მაშინ ვერგუნები არ გამოგივათ ჰაეროვანი და ფაფუკი.

4.ცომი შეფუთეთ ნაჭერში და დაელოდეთ 15-20 წუთი, რადგან ის ამ დროის განმავლობაში გახდება უფრო ელასტიური და დამყოლი.

5.გააბრტყელეთ ცომი 2-3მმ სისქის ფირფიტად. არ დაგავიწყდეთ ცომის გაბრტყელებამდე სამუშაო მაგიდის ფქვილით დამუშავება.

6.გაბრტყელებული ცომი გაჭერით 4სმ სიგანის მქონე ზოლებად. შემდეგ მიღებული ზოლები დაჭერით რომბებად.

7.ყოველი რომბი ჩაჭერით ცენტრში.

8.ახლა კი თითოეული რომბის კუთხე გაიყვანეთ ცენტრში ჩაჭრილ სივრცეში.

9.ზეთი ჩაასხით ქვაბში და გაააცხელეთ დაახლოებით 160-180 გრადუსზე (უფრო მაღალ ტემპერატურაზე ცომი შეიძლება დაიწვას)

10.ფრთხილად მოურიეთ ცხელ ზეთში მოთავსებულ ცომს. ორივე მხრიდან კარგად დაბრაწეთ.

11.მზა ვერგუნები მოათავსეთ აღალდის ხელსახოცზე, რათა მოსცილდეს ზედმეტი ცხიმი.

12.ჰაეროვანი ვერგუნები კეფირზე მზად არის. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი და დაელოდეთ მათ გაგრილებას. გემრიელად მიირთვით!

ამ კერძს ამზადებენ მრავალ ქვეყანაში, ამიტომაც მას მრავალი სახელი აქვს. ამ კერძში შეგიძლიათ შეიტანოთ ცვლილებები, რომლებიც მას დარწმუნებული ვარ გაუმჯობესებს. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახი.