როგორ მოვამზადოთ წვნიანი ღორის „გარმონი“ სურნელოვანი სოუსით: თქვენი ღუმელის რეცეპტი

776

თითოეულ დიასახლისს კულინარიულ წიგნში, ზოგს კი მეხსიერებაში სუპერ გემრიელი კერძის რეცეპტი აქვს, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე პირველ და მეორე კერძებს ჩაანაცვლებს. ჩემს ოჯახში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასეთი კერძი ღორის ხორცი მდოგვში იყო. ცოტა ხნის წინ ეს რეცეპტი შემხვდა.

„გარმონი“ სურნელოვანი სოუსით – უნაზესი ღორის ხორცი ყველით და სოკოთი არომატული საწებლით. ძალიან მარტივად მზადდება და სტუმრებზე ნამდვილ ფურორს ახდენს.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღორის ხორცი
  • 200 გრ ხმელი ყველი
  • 2 პომიდორი
  • 9 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ მდოგვი
  • 70 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 200 გრ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 0,5 კონა კამა
  • 0,5 კონა ოხრახუში
  • 0,5 კონა რეჰანი
  • 0,5 კონა ქინძი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 ჩილის წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

  1. ლიმონის წვენი სოიოს სოუსს, მდოგვს და 2 ს/კ ზეთს აურიეთ. ხორცი ნაჭრებად დაჭერით, დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრი ძირში გაუჭრელი დატოვეთ. ყველა მხრიდან ღორის ხორცი ამ სოუსში ამოავლეთ და მაცივარში 10 საათით შედგით.
  2. 2 პომიდორი, ყველი, სოკო და 3 კბილი ნიორი თხელ ფენებად დაჭერით. ეს ინგრედიენტები თითოეულ გაჭრილ ხვრელში თანაბრად მოათავსეთ. ხორცი ფოლგაში შეახვიეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთით აცხვეთ.
  3. სანამ „გარმონი“ მზადდება, სოუსი მოამზადეთ. ხახვი წვრილ კუბებად დაჭერით, ჰერმენტულ ჭურჭელში მოათავსეთ და ნახევრად წყალში გახსნილი ძმარი დაასხით. ჭურჭელი შეანჟღრიეთ და ხახვი დამარინადებისთვის დატოვეთ.
  4. ამ დროში დარჩენილ პომიდორი ჯვარედინად გაჭერით. მდუღარე წყალი გადაავლეთ და კანი მოაშორეთ. ბულგარულ წიწაკასთან ერთად კუბებად დაჭერით. პომიდორი გახურებულ ზეთში მოათავსეთ.
  5. ბოსტნეული სოუსის მდგომარეობამდე თუშეთ, შემდეგ ბულგარული წიწაკა დაუმატეთ. რბილი ბოსტნეულ საწურში გადაწურეთ. დაქუცმაცებულ ჩილის წიწაკას მარილი, შაქარი და ძმარი აურიეთ. სოუსის გემო შეამოწმეთ.
  6. პომიდვრის მასა ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. პროცესში მარილში არული ნიორი და შავი წიწაკა დაუმატეთ. სოუსს აურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. შემდეგ დაჭრილი მწვანილი და დამარინადებული ხახვი აურიეთ.

სურნელოვანი სოუსი გაგრილებულ ხორცთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. ამისთვის შეგიძლიათ ხორცი ნახევარი საათით მაცივარში შედგით. მწვანილი არ მოხარშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც სასარგებლო თვისებებს, ასევე სუნს დაკარგავს. გემრიელად მიირთვით.