როგორ მოვამზადოთ ძეხვი რძით

888

სისხლიან ძეხვს ჩვეულებრივ არ აკონსერვებენ, რადგან ნაწლავის მემბრანა ვერ გაუძლებს გრძელვადიან შენახვას.

იმ შემთხვევაში, თუ ფარში ზედმეტი მოგივიდათ, ფარშით გატენილი ნაწლავები კი არა, სუფთა, უმი ფარში უნდა დააკონსერვოთ.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სახლში მომზადებული სისხლიანი ძეხვის რეცეპტს წიწიბურით, რძითა და ლორით, ნაწლავის გარეშე. იმისათვის, რომ ყველა ბაქტერია განადგურდეს, აუცილებელია, რომ ასეთი კონსერვაცია დიდხანს ადუღოთ ან დაასტერილოთ ორთქლის სტერილიზატორში 110-120 გრადუსზე.

სისხლიანი ძეხვი

ინგრედიენტები

  • 2 ლ ღორის სისხლი
  • 500 გრ ლორი
  • 500 მლ რძე
  • 1 ჭიქა წიწიბურა
  • 2 ს.კ. მარილი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
  • 2-3 კბილი ნიორი სურვილისამებრ

მომზადების წესი

1. მოხარშეთ წიწიბურა.

2. ლორის უმეტესი ნაწილი დაჭერით დიდ ნაჭრებად, ხოლო დანარჩენი-პატარა კუბებად.

3. ლორის უმეტესი ნაწილი ნიორთან ერთად მოათავსეთ ხორცის მანქანაში.

4. წვრილად დაჭრილი და გატარებული ლორი აურიეთ სისხლსა და წიწიბურაში.

5. დაასხით ზემოდან რძე, შემდეგ კი მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი და კარგად მოურიეთ.

6. მიღებული ფარში ჩაასხით სტერილურ ქილებში, მაგრამ ქილას ბოლომდე ნუ გაავსებთ.

7. დიდი ქვაბის ფსკერზე დააფინეთ ხელსახოცი და მასზე დაალაგეთ ფარშით თავსახურიანი ქილები.

8. დაასხით წყალი იმ რაოდენობით, რომ ქილა მხოლოდ სანახევროდ დაიფაროს წყლით. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 2 საათის განმავლობაში, ან ორთქლის სტერილიზატორზე 110 გრადუსზე, 0,5 ლიტრიანი ქილა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. მოხუფეთ ქილები.

9. სულ ესაა, სისხლიანი ძეხვი მზადაა, გემრიელად მიირთვით!